თელავში პარლამენტის ყოფილი წევრი სანადირო თოფიდან 2 გასროლით მოკლეს

0
388
მკვლელობა მოხდა კახეთში. თელავის რაიონში სოფელ აკურას მკვიდრი, პარლამენტის ყოფილი წევრი მოკლეს. ნოდარ მოდებაძის სიკვდილის მიზეზი სანადირო თოფით მიყენებული ორი ცეცხლნასროლი ჭრილობა გახდა.ადგილობრივების განცხადებით, მიზეზი თანასოფლელთან დაპირისპირება გახდა. თუმცა დანაშული, თვითმხილველების ინფორმაციით, დაპირისპირებული მხარის მიერ დაქირავებულმა მწყემსმა ჩაიდინა.შემთხვევას სამართალდამცველები იძიებენ.პარტია აღორძინების ყოფილი წევრი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა. 
წინა სტატია“ჩვენი პასუხი რუსული ინტერვენციის მიმართ უნდა იყოს სვლა ევროპისკენ”- აგვისტოს ომის ქრონოლოგია ირაკლი ჩიქოვანმა ხურჩაში გაიხსენა
შემდეგი სტატიარამ დააძინა ცხინვალი, თუკი ქვეყანა იქცეოდა? – ვიდეოხიდი სოხუმსა და ცხინვალს შორის ხრულიოვის თამადობით
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური