მთავარისიახლეებიპოლიტიკათავდავცვის ახალი მინისტრის განცხადებით მას უწყებაში ბევრი პრობლემა დახვდა

თავდავცვის ახალი მინისტრის განცხადებით მას უწყებაში ბევრი პრობლემა დახვდა

Published on

თავდაცვის ახალი მისიტრი ლევან იზორია ჟურნალისტებს, მეხუთე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე ესაუბრა.  მინისტრს ჟურნალისტებმა „ოდეერებთან“ დაკავშირებით დაუსვეს კითხვა, რის შესახებაც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით მას დამატებითი კომენტარის გაკეთება და დისკუსიაში შესვლა არ სურს. იზორიამ ჟურნალისტებს მოუწოდა, საკითხთან დაკავშირებით დაიწყონ ჟურნალისტური გამოძიება.
 „თხოვნა მაქვს ჟურნალისტებთან, კონკრეტული ფაქტების მიმართ დაიწყოთ ჟურნალისტური გამოძიება, დოკუმენტურად ეს ყველაფერი არსებობს და ყველა კითხვაზე მიიღებთ პასუხს. მე არ მინდა დისკუსიაში შევიდე „ოდეერებთან“ გაკეთებულ განცხადებებზე, იმიტომ რომ მაქვს ბევრი საქმე, დამხვდა ბევრი პრობლემა და ამიტომ ამ დისკუსიაში შესვლა იქნება ცუდი ჯარისთვის. სამხედროებს და ჯარისკაცებს სჭირდებათ ის, რომ იგრძნონ სახელმწიფოსგან მზრუნველობა. როგორ იგრძნობენ ისინი ამ მზრუნველობას? – ეს გამოიხატება იმაში, რომ მათ ჰქონდეთ ფორმა და ნორმალური კვება, ასევე იყვნენ ფიზიკურად მზადყოფნაში იმისთვის, რომ გაამართლონ საზოგადოების მოლოდინი. სამწუხაროდ, არის გარკვეული პრობლემები ყველა ნაწილში, სადაც ურთიერთობა მქონდა სამხედროებთან. ამაზე თავს შევიკავებ საუბრისგან, რადგან მთავარი ამოცანაა, იგრძნოს ჯარისკაცმა ის, რომ მინისტრი ჰყავს გვერდით“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...