მთავარისიახლეებიმსოფლიოხვალ სანკტ- პეტრბურგში ერდოღანისა და პუტინის შეხვედრა გაიმართება

ხვალ სანკტ- პეტრბურგში ერდოღანისა და პუტინის შეხვედრა გაიმართება

Published on

 
ხვალ, 9 აგვისტოს სანკტ-პეტერბურგში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების ორმხრივი  შეხვედრა გაიმართება. ეს არის მათი პირველი შეხვედრა  ორ ქვეყნის ურთიერთობებში რუსული ბომბდამშენის ჩამოგდებასთან დაკავშირებით დამდგარი კრიზისის შემდეგ.
 
,,აფხაზური და რუსული მედიის ცნობით, შესაძლოა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თურქეთს შესთავაზოს ორი ქვეყნის სამხედროებს შორის კავშირგაბმულობის არხის შექმნა იმგვარი ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, რომელსაც ადგილი ჰქონდა რუსეთის ბომდამშენის ჩამოგდების შემთხვევაში'' – იუწყება გაზეთი ,,იზვესტია’’ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის უწყებაში ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. – დოკუმენტების შესაბამისი პაკეტი უკვე შედგენილია და, თუ პუტინსა და ერდოღანს შორის მოლაპარაკებებში პრინციპული შეთანხმება იქნა მიღწეული, იგი თურქეთის თავდაცვის სამინისტროს გადაეგზავნება. პაკეტი მოიცავს წინადადებებს როგორც ინფორმაციის გაცვლის არხების შექმნასთან, ისე ჰაერში მოქმედების ოქმების შედგენასთან დაკავშირებით,.აგრეთვე რეკომენდაციებს პილოტებისათვის, როგორ უნდა იმოქმედონ სახიფათო სიტუაციაში, მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად.
 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...