ირანელი ფიზიკოსი და ბირთვული პროგრამის ექსპერტი შაჰრამ ამირი ირანში სიკვდილით დასაჯეს. აღნიშნულ ინფორმაციას მეცნიერის ოჯახის წევრები ავრცელებენ. ახლობლების განმარტებით, ოფიციალურმა თეირანმა ოჯახის წევრებს ფიზიკოსის ცხედარი უკვე გადასცა. მას ნაიარევი ყელსა და კისერზე ეტყობა. ირანელი მეცნიერი 2009 წელს მექაში ჰაჯიში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, რის შემდეგაც სახლში აღარ დაბრუნებულა. მოგვიანებით ის ამერიკის შეერთებულ შტატებში აღმოაჩინეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი ამერიკის დაზვერვის სამსახურს ჰყავდა დაკავებული. ოფიციალურმა ვაშინგტონმა საჰრამ ამირის გაუჩინარების საქმესთან საკუთარი თანამონაწილეობა კატეგორიულად უარყო, თუმცა 2010 წელს ტელეკომპანია ABC News-ის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამი იყო, რომ ამირი დასავლეთში გაიქცა, რათა დაზვერვის სამსახურს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოგროვებაში დახმარებოდა. ამირის გაუჩინარების შემდეგ ირანის ხელისუფლებამ საუდის არაბეთი მეცნიერის გატაცებასა და მისი აშშ-სთვის გადაცემაში დაადანაშაულა. 2010 წელს მეცნიერი ირანში დაბრუნდა, სადაც ის გმირივით მიიღეს. თუმცა მოგვიანებით თეთრმა საახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამირი საკუთარი ნებით ჩავიდა აშშ-ში და ხელისუფლებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადასცა.
სიახლეები
სიახლეები
ჩინეთის 2-მა მოქალაქემ თვითმფრინავში მგზავრები გაქურდა-დაკავებულია ორი პირი
სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ...
სიახლეები
მითხრა, რომ თბილისზე სიუჟეტს აკეთებდა და შეკითხვები დამისვა, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ-კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ რუსულენოვანი ბლოგერისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს. ამის...
სიახლეები
რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელებმა თათრეთის რესპუბლიკაში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნიჟნეკამსკში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, -...
სიახლეები
ამ კვირაში გვექნება ახალი კონტაქტები შუამავლებთან – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო პროცესის შუამავლებთან ახალი კონტაქტები, ასევე საჰაერო თავდაცვის მომარაგების...