მთავარისიახლეებიპოლიტიკადონალდ ჯენსენი - ცხადი იყო, რომ 2008 წელს ცეცხლის გახსნის პროვოცირება რუსეთმა...

დონალდ ჯენსენი – ცხადი იყო, რომ 2008 წელს ცეცხლის გახსნის პროვოცირება რუსეთმა გააკეთა, მაგრამ ამაზე ხმამაღლა საუბარი ყველას არ სურდა

Published on

 ცხადი იყო, რომ 2008 წელს ცეცხლის გახსნის პროვოცირება რუსეთმა გააკეთა, მაგრამ ამაზე ხმამაღლა საუბარი ყველას არ სურდა, – ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუსეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის მკვლევარმა, წარსულში რადიო ”თავისუფლების” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა დონალდ ჯენსენმა ”ამერიკის ხმის” ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სადაც რუსეთ-საქართველოს ომი და მისი შედეგები შეაფასა. ჯენსენის აზრით, 2008 წელს შეხედულებები იმაზე, თუ როგორ დაიწყო ომი იმდენად გაურკვეველი იყო, რომ დასავლეთში ბევრი ადამიანი მოერიდა რუსეთის ისე მკაცრად დადანაშაულებას, როგორც ეს უნდა მომხდარიყო. მისივე შეფასებით, დასავლეთი არც უკრაინის შემთხვევაში იყო თავიდანვე გაერთიანებული და მისი გაერთიანება მხოლოდ სამოქალაქო თვითმფინავის ჩამოგდების შემდეგ მოხდა. ”რუსეთი თითოეულ ქვეყანას ცალ-ცალკე განიხილავს, იქნება ეს პოლონეთი, ესტონეთი, საქართველო, საფრანგეთი, უნგრეთი… და თითოეულ ქვეყანაზე ფიქრობს, თუ რა მეთოდი გამოიყენოს მათ წინააღმეგ – სამხედრო, ეკონომიკური თუ პროპაგანდა. ზოგჯერ გარკვეულ ძალებს ფულსაც აძლევენ, მაგალითად საფრანგეთში ანტიდემოკრატიულ ძალებს. ჩვენ საინფორმაციო ომი ან ინფორმაცია, როგორც საბრძოლო ძალა რუსეთის პოლიტიკის ან საბრძოლო არსენალის ნაწილად უნდა განვიხილოთ”, – აცხადებს დონალდ ჯენსენი. მისი შეფასებით, დასავლეთის პოლიტიკა უფრო რეაქციის გაკეთებაზეა ორიენტირებული და ნაკლებადაა გათვლილი. ”მაგალითად, ობამას ადმინისტრაციას არ სურს ევროპის საკითხებში ღრმად ჩარევა და ამბობს უკრაინის პრობლემა ევროპამ უნდა მოაგვაროსო. მას ასევე არ სურს საქართველოსა და ნატოს საკითხზე მუშაობა მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს. ამას არ აკეთებს იმის გამო, რომ ეს საშიში პოლიტიკა იქნება. საბოლოო ჯამში, კრემლის რეპუტაციამ, რომ მისი მოქმედებები არაპროგნოზირებადია, დასავლეთში ბევრი ლიდერი შეაშინა”, – აცხადებს ჯენსენი. ჯენსენი ასევე ფიქრობს, რომ 2008 წლის შემდეგ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები შეიცვალა. როგორც მან ”ამერიკის ხმას” განუცხადა, დღეს ამერიკა საქართველოსთან ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებასთან დაკავშირებით გაცილებით მეტ სიფრთხილეს იჩენს. ”ამ თემასთან მსუბუქი ფლირტიც კი არ გვაქვს. ამის გამო, საქართველო უკანა პლანზეა გადაწეული ობამას ადმინისტრაციის დროს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თუ საქართველოზე ძალიან ბევრს საუბრობ, ვაშინგტონისთვის შემაწუხებელი ფაქტორი ხდები. ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ეს შეხედულება, ალბათ, შეიცვლება. მე საქართველოს მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკა მაწუხებს, მაგრამ მიმდინარე პერიოდში, შედარებით ჩუმად ყოფნამ და ზედმეტი ხმაურისგან თავის შეკავებამ, შეიძლება საქართველოსთვის კარგად იმუშაოს. თუმცა, ახალ ადმინისტრაციასთან ძალისხმევა უნდა განახლდეს. ჩემი აზრით, თუ არჩევნებში კლინტონი გაიმარჯვებს, კარგი იქნება საქართველო-ნატოს საკითხის ხელახლა და აქტიურად წამოჭრა. ვფიქრობ, ვაშინგტონში საქართველოს ბევრი გულშემატკივარი ეყოლება. ტრამპთან დაკავშირებით ვფიქრობ შეწუხებულები უნდა ვიყოთ – და მე ამას როგორც ”რესპუბლიკელი” ისე ვამბობ. ტრამპი ყველანაირად მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეს საკითხები არ აინტერესებს. ის ბიზნესმენია და იცის გარიგებებში შესვლა. მე ვფიქრობ ის პუტინსაც გაურიგდება რაღაც გზით. ეს დიდი პრობლემაა და ამის გამო რუსეთის სამეზობლოში მოვლენებს ფრთხილად უნდა დააკვირდნენ”, – აცხადებს ჯენსენი.
 
ინტერპრესნიუსი

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...