მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ჩვენი პასუხი რუსული ინტერვენციის მიმართ უნდა იყოს სვლა ევროპისკენ"- აგვისტოს ომის ქრონოლოგია...

“ჩვენი პასუხი რუსული ინტერვენციის მიმართ უნდა იყოს სვლა ევროპისკენ”- აგვისტოს ომის ქრონოლოგია ირაკლი ჩიქოვანმა ხურჩაში გაიხსენა

Published on

2008 წლის 8 აგვისტო დღეს თავისუფალი დემოკრატების ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა ხურჩაში გაიხსენა.“სიმბოლურია, რომ დღეს სწორედ ამ ადგილიდან მოგმართავთ თქვენ, იმ ადგილიდან, სადაც დაახლოებით 3 თვის წინ რუსმა ე.წ მებაჟემ სახალხოდ მოკლა ქართველი, აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორია. ჩემს უკან საქართველოს მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიაა – აფხაზეთი, ჩვენი ქვეყნის გამორჩეული კუთხე. სწორედ ამ ადგილიდან დაიწყო ქვეყნის ოკუპაციის გეგმის შესრულება რუსეთის ფედერაციამ. სამწუხაროდ, ჩვენმა მტერმა ამ გეგმის შესრულება მაშინ წარმატებით შეძლო. „- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.„2008 წლის რუსულ აგრესიას არც ზუგდიდისთვის ჩაუვლია უდანაკარგოდ – ბადრი ბერანძე და დავით ჯიქია სწორედ სამშობლოსთვის და თავისუფალი საქართველოს სიყვარულისთვის დაისაჯნენ რუსი სამხედროების მხრიდან. თითოეული დაღუპული ქართველი ჯარისკაცის სახელი უკვდავია და ჩვენ ვალდებულნი ვართ პატივი მივაგოთ გმირების ხსოვნას.8 წლის წინ ჩვენი პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერთან ერთად ვცდილობდით რუსული ინტერვენციის შესაჩერებლად ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარებას. მაშინ ირაკლი ალასანია გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო და ყველას გვახსოვს თუ როგორ მკაცრად გააკრიტიკა მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მცდელობა.2008 წელს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით პასუხი გასცა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს. სწორედ ნატოში და ევროკავშირში ჩვენი მისწრაფებები გახდა მეზობელი ქვეყნის გაღიზიანების მიზეზი, მათ ეს არც დაუმალავთ და ღიად განაცხადეს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მცდელობას ისინი აუცილებლად პასუხს გასცემდნენ. სამწუხაროდ, ეს პასუხი ქვეყანას მძიმედ დაუჯდა, თუმცა არც ერთი წამით არ შეგვიწყვეტია სვლა დასავლეთისკენ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩვენი პასუხი რუსული ინტერვენიციის მიმართ უნდა იყოს სვლა ევროპისკენ. მე მჯერა, რომ ქართველი, აფხაზი და ოსი და-ძმები კვლავ ვიპოვით საერთო ენას, ვაპატიებთ ერთმანეთსშეცდომებს და საქართველოს სიყვარულით ერთად შევძლებთ ქვეყნის განვითარებას“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა

სიახლეები

ქართველი ხალხის დღის წესრიგი რუსეთთან დაბრუნება უნდა გახდეს – ალაუდინოვი მჟავანაძესთან

"დღეს დადგა დრო, როცა ქართველებმა ყველაფერი უნდა გაიხსენონ და თქვან: რუსებო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან...

გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას მოითხოვს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას...

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა – ელინა ვალტონენი

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა...

საია- შსს გავრილოვის ღამეს დაზარალებულს ზიანს არ უნაზღაურებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და...