მთავარისიახლეებირეგიონებირუსთავში მშენებლობის დროს ორ მამაკაცს დენმა დაარტყა

რუსთავში მშენებლობის დროს ორ მამაკაცს დენმა დაარტყა

Published on

რუსთავში, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის მშენებლობის დროს ორ მამაკაცს დენმა დაარტყა. 34 წლის ვასილ სვანიძე მაღალი ხარისხის დამწვრობით რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორე, ასევე უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი 44 წლის ზურაბ ჩეჩელაშვილი კი ,,აზოტის" საავადმყოფოში. „მშენებლობის ტერიტორიაზე ცემენტის ჩამსხმელი მანქანა მუშაობდა, მძღოლმა მიატრიალა ამწე, რომელიც მაღალი ძაბვის – 110 კილოვატიან სადენებს შეეხო, მაღალი ძაბვა მანქანაზე გადავიდა, სადაც ორი მუშა იდგა“, – აცხადებენ თვითმხილველები. როგორც რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განაცხადა, თბილისიდან რეანომობილია გამოძახებული და დაშავებულებს სავარაუდოდ თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანენ.

სიახლეები

დააკავეს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი...

რესტორან “ქვევრის” მფლობელი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა

მუსიკალური პროდიუსერი და ბიზნესმენი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა. ის რესტორან "ქვევრის" მფლობელიც იყო. ინფორმაცია სოციალურ ქსელში...

ბოლო 10 დღეში დამოუკიდებელი მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს-TI

რეპრესიული საკანონმდებლო პაკეტის ძალაში შესვლის შემდეგ, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების ფაქტობრივად ლახვას ითვალისწინებს,...

ლელომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

ლელო-ძლიერმა საქართველომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელი კოალიციის წევრმა, გიორგი სიორიძემ...