მთავარისიახლეებიპოლიტიკამაღალმთიანი სოფლის მკვიდრის სტატუსის მისანიჭებლად ადგილობრივებს ცხოველებთან ფოტოებს თხოვენ

მაღალმთიანი სოფლის მკვიდრის სტატუსის მისანიჭებლად ადგილობრივებს ცხოველებთან ფოტოებს თხოვენ

Published on

მაღალმთიანი სოფლის მკვიდრის სტატუსის მისანიჭებლად ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები მოსახლეობისგან სხვა საჭირო საბუთებთან ერთად ფოტოებს, საცელავში, სახნავ-სათეს მიწებზე, ასევე შინაურ ცხოველთან იღებენ.ზოგიერთ მუნიციპალიტეტში პროცედურა გამკაცრებულია და საჭიროებს ფოტოს დამოწმებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ.თუმცა, რა ფორმით ხდება სურათის დამოწმება და როგორ განისაზღვრება არის თუ არა ფოტოზე ნაჩვენები შინაური ცხოველი, მიწის ნაკვეთი ან ა.შ. კონკრეტული პირის, ვინც იქ სურათი გადაიღო, უცნობია. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ მათ ამცირებენ. ნაწილი ამბობს, რომ არ აქვთ ისეთი ტელეფონი რომლითაც სურათს გადაიღებენ, ზოგი კი საერთოდ არ გეგმავს სურათის გადაღებას. მოქალაქეების ნაწილმა საერთოდ არ იცის რას ნიშნავს მაღალმთიანი სოფლის მკვიდრის სტატუსი. აღნიშნული სტატუსის მიღების შემთხვევაში რიგი შეღავათებია, მაგალითად პენსიონერი სხვა პენსიონერების განსხვავებით თუ აღნიშნული სტატუსით სარგებლობს, 56 ლარით მეტ შემოსავალს მიიღებს.

 

რუსთავი 2

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...