ბორჯომის პარკი ტურისტებისთვის დროებით დაიხურა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ბორჯომის გამგებელმა, დიმიტრი ყიფიანმა განუცხადა, წაქცეულია ასწლოვანი ხეები და ჩახერგილია ატრაქციონებთან მისასვლელი გზები. მისივე განმარტებით, ამ დროისთვის სატყეო დეპარტამენტის 50 თანამშრომელი გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს. როგორც გამგებელმა აღნიშნა, დროებით ტურისტებს პარკში შესვლა შეზღუდული აქვთ, თუმცა დღის მეორე ნახევარში გზა სავარაუდოდ გაიწმინდება და მინერალური წყლის აღება ყველას შეეძლება.გამგებლის ინფორმაციით, კომპანია ”ენერგო პრო ჯორჯიას” გენერალური დირექტორი ბორჯომში იმყოფება და მიმდინარეობს სამუშაოები, რომ სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგეთ.„ხეებია ჩახერგილი ტყეში. ე.წ. პლატოს ტერიტორიაზე გზა გახსნილია, თუმცა ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს, რომ მიმდებარე სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგეთ. მინდია ჯანელიძე იმყოფება ბორჯომში, ვიმყოფებით პარკის ტერიტორიაზე, შემდგომ გვექნება შეხვედრა, დაისახება კონკრეტული გეგმები, დაითვლება ზარალი. ამ დროისთვის, მთლიანად ბორჯომში სიტუაცია ნორმალიზებულია, მოსახლეობაც და ტურისტებიც ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებიან”, – განაცხადა გამგებელმა. რაც შეეხება ზარალს, მისი ოდენობა ჯერ დათვლილი არა არის.
ბორჯომის პარკი ტურისტებისთვის დროებით დაიხურა
სიახლეები
საზოგადოება
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...
სიახლეები
პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე
დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...