მთავარისიახლეებიპოლიტიკაივლისში ყველაზე მეტი შემოწირულება „ქართულმა ოცნებამ“, შემდეგ კი - პაატა ბურჭულაძის პარტიამ...

ივლისში ყველაზე მეტი შემოწირულება „ქართულმა ოცნებამ“, შემდეგ კი – პაატა ბურჭულაძის პარტიამ მიიღო

Published on

პოლიტიკურმა პარტიებმა ივლისში შემოწირულების სახით ჯამში 3 486 119 ლარის მიიღეს. როგორც „ინტერპრესნიუსსს“ პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში განუცხადეს , აღნიშნულიდან ყველაზე მეტი – 2 124 570 ლარის შემოწირულება პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოზე“ მოდის.აღნიშნული კუთხით მეორე ადგილზეა პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის“, რომელსაც შემოწირულების სახით 621 527 ლარი აქვს მიღებული, მესამეზე კი – 208 400 ლარით გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“.შემოწირულების თვალსაზრისით სხვა პარტიების მაჩვენებელი ასე გამოიყურება: „თავისუფალი დემოკრატები“ – 195 800 ლარი, „პატრიოტთა ალიანსი“ – 184 811 ლარი, „გირჩი“ – 103 994 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 9 590 ლარი, „ლეიბორისტული პარტია“ – 2 000 ლარი, „მემარცხენე ალიანსი“ – 500 ლარი, „რესპუბლიკური პარტია“ – 429 ლარი, „კონსერვატიული პარტია“ – 120 ლარი, „საქართველოს მშვიდობისთვის“ – 100 ლარი, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია’ – 51 ლარი, „თავისუფალი საქართველო“ – 40 ლარი.ამასთან, 21 500 ლარი აქვს მიღებული დამოუკიდებელ მაჟორიტარობის კანდიდატ ილია კოკაიას, 9 500 ლარი – ასევე დამოუკიდებელ კანდიდატ ირაკლი შიხიაშვილს და 3 ათასი ლარი – გიორგი აფციაურს. 

სიახლეები

კრიპტო ვალუტების გამოყენების სარგებელი ბიზნესისთვის

ბოლო წლებში კრიპტო ვალუტები მხოლოდ ციფრული აქტივების მცირე სეგმენტი აღარ არის — იქცა გლობალური...

კორცხელის სასაფლაოზე 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

კორცხელის სასაფლაოზე 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილი ეკლესიაში მიმავალმა მოქალაქეებმა შენიშნეს. მისი ვინაობა...

„სამართლიანი არჩევნები” თვითმმართველობის არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება

„სამართლიანი არჩევნები” თვითმმართველობის არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება, თუმცა, ორგანიზაცია აგრძელებს...

უკრაინამ როსტოვის ოლქში ნავთობის ქარხანაზე იერიში მიიტანა

21 აგვისტოს ღამეს უკრაინამ რუსეთში, როსტოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. ადგილობრივი Telegram-არხების ინფორმაციით,...