მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუსტდება ზუგდიდში, "გალფის" ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების მიზეზები

ზუსტდება ზუგდიდში, “გალფის” ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების მიზეზები

Published on

ზუსტდება  ზუგდიდში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე "გალფის" ბენზინგასამართ სადგურზე  მომხდარი აფეთქების მიზეზები.  
წუხელვე გავრცელებული ხმებით, აფეთქება სავარაუდოდ გამოიწვია დაუდგენელი  პირის მიერ   ურნაში  ჩაუქრობელი სიგარეტის ჩაგდებამ   და ნაგვის აალებამ.  არ არის გამორიცხული სხვა ვერსიაც საწრეტში საწვავის აალება.  
 სამართალდამცავი ორგანოების მიერ  ადგილზე ჩატარებულია მოკვლევა, მაგრამ ჯერჯერობით არ ვრცელდება ოფიციალური ინფორმაცია აფეთქების შესაძლო მიზეზების შესახებ. 
 აფეთქება გუშინ, გვიან ღამით მოხდა, საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. დაზიანებულია ბენზინგასამართი სადგურის შენობა.
მოსახლეობისა და თვითმხილველების ინფორმაციით, ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ სადგურის მიმდებარე სახლები შეაზანზარა,  თუმცა ბევრს მომხდარის შესახებ იმ მომენტში არც გაუგია, რადგან აფეთქების ხმა   იმ წუთებში დადიანების სასახლის ეზოში მიმდინარე GEM FEST-ის კლიპის პრეზენტაციის თანმხლები ფეირვერკების ხმად მიიჩნია.
ადგილზე მობილიზებულ იქნენ   შინაგან საქმეთა საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცავები, მათ დროულად შეძლეს აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია. 
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  დაწყებულია გამოძიება. საქმე 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. 

სიახლეები

კრიპტო ვალუტების გამოყენების სარგებელი ბიზნესისთვის

ბოლო წლებში კრიპტო ვალუტები მხოლოდ ციფრული აქტივების მცირე სეგმენტი აღარ არის — იქცა გლობალური...

კორცხელის სასაფლაოზე 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

კორცხელის სასაფლაოზე 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილი ეკლესიაში მიმავალმა მოქალაქეებმა შენიშნეს. მისი ვინაობა...

„სამართლიანი არჩევნები” თვითმმართველობის არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება

„სამართლიანი არჩევნები” თვითმმართველობის არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება, თუმცა, ორგანიზაცია აგრძელებს...

უკრაინამ როსტოვის ოლქში ნავთობის ქარხანაზე იერიში მიიტანა

21 აგვისტოს ღამეს უკრაინამ რუსეთში, როსტოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. ადგილობრივი Telegram-არხების ინფორმაციით,...