მთავარისიახლეებიპოლიტიკათავდაცვის მინისტრი საიდუმლო ობიექტებთან დაკავშირებულ სკანდალთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივ მოსაზრებას გამოთქვამს

თავდაცვის მინისტრი საიდუმლო ობიექტებთან დაკავშირებულ სკანდალთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივ მოსაზრებას გამოთქვამს

Published on

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საიდუმლო ობიექტებთან დაკავშირებულ სკანდალს ეხმაურება. იგი განმარტავს, რომ  ტრისტან წითელაშვილთან დაკავშირებით საქმე ეხებოდა არა საიდუმლო ობიექტში შესვლის უფლების დარღვევას, არამედ სარეჟიმო წესების დარღვევას. 
მინისტრის თქმით, უწყებამ პროკურატურას საქმეზე არსებული ყველა მასალა უკვე გადაუგზავნა და გამოძიებაც მიმდინარეობს.
“ბუნებრივია, პროკურატურისგან მიიღებთ ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა წითელაშვილს უფლება იქ შესვლის, გენშტაბის ხელმძღვანელმა ამაზე კომენტარი გააკეთა. მეც ვიყავი დაინტერესებული ამ თემით და რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, აქ საქმე ეხებოდა სარეჟიმო წესების დარღვევას და არა საიდუმლო ობიექტში შესვლის უფლების დარღვევას. მიუკერძოებელი სტრუქტურა, პროკურატურა ატარებს გამოძიებას და ამ გამოძიების შედეგად ყველა კითხვა იქნება პასუხგაცემული“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
ისმის კითხვა, თუ მინისტრი მომავალი გამოძიების შედეგებზე აპელირებს, რის საფუძველზე ამბობს , რომ,, საქმე ეხებოდა არა საიდუმლო ობიექტში შესვლის უფლების დარღვევას, არამედ სარეჟიმო წესების დარღვევას.'' 

სიახლეები

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...

ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის

"აი, რა მაყვირებდა, გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები"- ასე ეხმაურება...

გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის პარალელურად, დაკავებულების ირგვლივ...

სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...