მთავარისიახლეებიპოლიტიკარამაზ საყვარელიძე - თუ ყველა პარტია სექტემბერში ერთდროულად აყაყანდება, ვერავინ გაიგებს, რომელი...

რამაზ საყვარელიძე – თუ ყველა პარტია სექტემბერში ერთდროულად აყაყანდება, ვერავინ გაიგებს, რომელი პარტია რა არის

Published on

შეიძლება მივიღოთ სურათი, რომ „ქართული ოცნება“ იყოს ძალიან ფართოდ წარმოდგენილი პარლამენტში, – ამის შესახებ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, “ქართული ოცნების“ ფართოდ წარმოდგენის მიზეზი სხვა პარტიების პასიურობაა. „შეიძლება მივიღოთ სურათი, რომ „ქართული ოცნება“ იყოს ძალიან ფართოდ წარმოდგენილი, რადგან სხვა პარტიების პასიურობამ ითამაშოს გადამწყვეტი როლი“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ. მისი თქმით, პარტიების პასიურობის მიზეზი ხშირად ფინანსებია ხოლმე და შესაძლებელია, რომ პარტიებმა აქტიურობა სექტემბრისთვის გადადონ.„თუ ყველა პარტია ერთდროულად აყაყანდება სექტემბერში, ვერავინ ვერ გაიგებს რომელი პარტია რა არის“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ. საყვარელიძის თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად პარლამენტში მოხვდებიან “ნაციონალებიც”, რადგან მათ საკმაოდ მობილიზებული ელექტორატი ჰყავს. მისივე თქმით, მანდატების აღებას „პატრიოტთა ალიანსიც“ შეძლებს. როგორც საყვარელიძე აღნიშნავს, ელექტორატის მობილიზაცია გადამწყვეტ როლს ითამაშებს არჩევნებში. ის ასევე არ გამორიცხავს პარლამენტში პაატა ბურჭულაძისა და ნინო ბურჯანაძის პარტიების მოხვედრას. თუმცა, მისი თქმით, ნინო ბურჯანაძეს უფრო მეტი შანსი აქვს. „ბურჭულაძის პარტიამ ადრე აიხადა ნიღაბი და განაცხადა, რომ “ნაციონალების” მხარდამჭერია“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

სიახლეები

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...

ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის

"აი, რა მაყვირებდა, გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები"- ასე ეხმაურება...

გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის პარალელურად, დაკავებულების ირგვლივ...

სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...