მთავარისიახლეებიკონფლიქტები,,მესაზღვრე'' მკვლელი კვლავ დაუსჯელია – აფხაზები თბილისს მიუღებელ პირობებს...

,,მესაზღვრე” მკვლელი კვლავ დაუსჯელია – აფხაზები თბილისს მიუღებელ პირობებს უყენებენ

Published on

ქართული მხარე კვლავ უშედეგოდ ითხოვს გიგა ოთხოზორიას მკვლელის დასჯას – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კონკრეტული ნაბიჯები არ არის გადადგმული და ოთხოზორიას მკვლელი, კვლავ შინა პატიმრობაში იმყოფება. ''
 
ეს საკითხი კიდევ ერთხელ დაისვა გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის გუშინდელ შეხვედრაზე, მაგრამ უშედეგოდ.  

 როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი,  ”ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია უცვლელია, ქართულმა მხარემ საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კიდევ ერთხელ მოითხოვა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი, რათა ის წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე. აღნიშნულთან დაკავშირებით ამ ეტაპზე აფხაზური მხარე უარს აცხადებს და მისი მხრიდან ადგილი აქვს საკითხის პოლიტიზების მცდელობას. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ითხოვენ გარკვეული სახის იურიდიულ თანამშრომლობას, რაც ქართული მხარისთვის მიუღებელია.
 
შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების პრობლემები, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა. ქართული მხარის ინფორმაციით, არსებობს მინიშნებები გარკვეული სახის პროვოკაციული ქმედებების შესახებ, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადგილზე სტაბილურობას და უსაფრთხოებას. ეს ინფორმაცია ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს.''
 
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გრძელდება მუშაობა უკანონო პატიმრობაში მყოფი გიორგი ლუკავას გათავისუფლების საკითხზე- განმარტავენ უწყებაში. 
 
რაც შეეხება გიგა ოთხოზორიას მკვლელის დასჯას – საქართველო ამ საკითხს კიდევ ერთხელ დასვამს ჟენევის მოლაპარაკებათა შემდეგ რაუნდზე .

სიახლეები

ბრიტანეთის თემთა პალატაში ივანიშვილისა და რუხაძის დასანქცირება მოითხოვეს

ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი რუხაძის დასანქცირება მოითხოვეს. ასევე გაჟღერდა "ქართული ოცნების"...

სირიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების თხოვნით მივმართე-უილსონი

მოხარული ვარ, რომ თებერვალში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრ შიბანს ვთხოვე, შეცვალოს ასადის რეჟიმის არასწორი...

სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინული და რუსული მხარეები ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ

სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინული და რუსული მხარეები ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC...

პუტინს არ უნდა მშვიდობა, ჩვენ უნდა გავზარდოთ მასზე ზეწოლა – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი პუტინის ბოლოდროინდელ ქმედებებს გმობს. ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის,...