მთავარისიახლეებისაზოგადოებადავით სერგეენკო - დღეიდან ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საკითხში რეალობა შეიცვლება

დავით სერგეენკო – დღეიდან ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საკითხში რეალობა შეიცვლება

Published on

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ დღეიდან ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საკითხში რეალობა შეიცვლება. როგორც სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა , დღეს დამტკიცდა ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, არსებულ პასუხისმგებელ ფარმაცევტს, ექნება ვალდებულება, რომ გააკონრტოლოს წამლის გაცემის პროცესი. მისივე თქმით, 24 საათში ამოქმედდება რეგულაციები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მიმართულებით მოამაზადა.სერგეენკოს განმარტებით, სააფთიაქო ნარკომანიას, მის ინტრავენულ ნაწილს სერიოზული დარტმა მიადგა, შემცირებულია 95 %-ით, თუმცა პრობლემურად რჩება ტაბლეტირებული ფორმების არამიზნობრივად გამოყენება და აფთიაქების მიერ არაკანონიერი გაცემა.მინისტრის თქმით, ხელისუფლებას შემდგომი ნაბიჯები უკვე დაგეგმილი აქვს, თუმცა სამინისტრო უახლოეს დღეებში აფთიაქების მონიტორინგს დაიწყებს.“წინა მოსამზადებელი სამუშაოები და პრეზენტაციები იყო იმის დამტკიცება, რაც დღეს დამტკიცდა. რეალობა შეიცვლება. ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი, თუმცა არ ვიცი რამდენად საბოლოო იქნება, ვინაიდან შემდგომი ორი ნაბიჯი არის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც უკვე დაგეგმილი გვაქვს და ალბათ შემოდგომაზე მოგვეცემა ამის რეალიზების საშუალება“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. 

სიახლეები

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...

ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის

"აი, რა მაყვირებდა, გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები"- ასე ეხმაურება...

გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის პარალელურად, დაკავებულების ირგვლივ...

სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...