მთავარისიახლეებისამართალიმთავარმა პროკურატურამ საიდუმლო ინფორმაციიის გაცემის საკითხზე თავდაცვის სამინისტროდან მასალები გამოითხოვა

მთავარმა პროკურატურამ საიდუმლო ინფორმაციიის გაცემის საკითხზე თავდაცვის სამინისტროდან მასალები გამოითხოვა

Published on

მთავარი პროკურატურა თავდაცვის სამინისტროდან საიდუმლო ინფორმაციების გავრცელებასა და აღნიშნული ინფორმაციებისადმი კონკრეტული ადამიანების წვდომის საკითხზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროდან პროკურატურაში მასალების გადაგზავნის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„გუშინდელი განცხადება ვითომდა თავდაცვის სამინისტროდან პროკურატურაში გადმოგზავნილია მასალები, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან მსგავსი შინაარსის ინფორმაცია ჩვენ თავდაცვის საინისტროდან არ მიგვიღია. 
რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქმის გარემოებებში გარკვევა. პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით უკვე მიმართა“, – განაცხადა ნათია სუხიაშვილმა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, საიდუმლო ინფორმაციების გავრცელებასა და აღნიშნული ინფორმაციებისადმი კონკრეტული ადამიანების წვდომის შესახებ სამართალდამცავებისთვის დიდი ხანია ცნობილია და გამოძიება მაშინვე უნდა დაწყებულიყო. 
 

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...