მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ანგელოზის დღეა

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ანგელოზის დღეა

Published on

სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წმინდა სინოდის მღვდელთმთავრებსა და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად ასრულებს. 
პატრიარქისთვის ანგელოზის დღის მისალოცად ტაძარში მთავრობის წევრები – საგარეო საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, დევნილთა, სპორტისა და გარემოს დაცვის მინისტრები, ასევე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი იმყოფებიან. 
ტაძარში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ელოდებიან. 
ლიტურღიის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს დღევანდელ დღეს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს. 
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ანგელოზის დღეა. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წინასწარმეტყველის ილია თეზბიტელის და ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

სიახლეები

კრიპტო ვალუტების გამოყენების სარგებელი ბიზნესისთვის

ბოლო წლებში კრიპტო ვალუტები მხოლოდ ციფრული აქტივების მცირე სეგმენტი აღარ არის — იქცა გლობალური...

კორცხელის სასაფლაოზე 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

კორცხელის სასაფლაოზე 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილი ეკლესიაში მიმავალმა მოქალაქეებმა შენიშნეს. მისი ვინაობა...

„სამართლიანი არჩევნები” თვითმმართველობის არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება

„სამართლიანი არჩევნები” თვითმმართველობის არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება, თუმცა, ორგანიზაცია აგრძელებს...

უკრაინამ როსტოვის ოლქში ნავთობის ქარხანაზე იერიში მიიტანა

21 აგვისტოს ღამეს უკრაინამ რუსეთში, როსტოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. ადგილობრივი Telegram-არხების ინფორმაციით,...