მთავარისიახლეებისაზოგადოება,,თუ გინდათ მილიონების ხარჯვა იმაზე, რასაც საკუთარი მილიონები აქვს, თქვენი ჯიბიდან გადაიხადეთ''

,,თუ გინდათ მილიონების ხარჯვა იმაზე, რასაც საკუთარი მილიონები აქვს, თქვენი ჯიბიდან გადაიხადეთ”

Published on

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობამ საპატრიარქოს 3 737 400 ლარი გამოუყო სამებაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის.
 
აღნიშნულ ფაქტს დღეს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანი.
 
„გახსოვთ ალბათ სამების სარდაფი რომ დაიწვა. დიდი ოდენობის ოქრო დაიკარგაო. იმედია საქმე აღიძრა ამ ამბავზე და გამოძიება მიდის, მაგრამ ეს სხვა თემაა. ხელისუფლებამ 4 მილიონ ლარამდე გამოყო აღდგენითი სამუშაოებისთვის.
 
უცებ წარმოვიდგინე რამდენ სტატუსშეჩერებულ სტუდენტს გაახარებდა ეს თანხა. ერთი ვიცი, დედამ ძროხა გაყიდა და შვილის სწავლის ფული გადაიხადა. გასაყიდი აღარაფერი აქვს. კეთილი ადამაინების იმედადაა. ასეთი იცით რამდენია? ბავშვები მაღალმთიანი რეგიონებიდან. ყოჩაღები, ხუთოსნები, უბრალოდ ულაროები და უპატრონოები. ამიტომ ვერ სწავლობენ.
რამდენი ბავშვი წევს რეანიმაციულში ეს სხვა თემაა. ყოველ დღე ვიღებთ წერილს სათაურით "გადამირჩინე შვილი"
 
კარგით რა. რით ვერ მორჩა ეს პოპულიზმი ქვეყანაში და თუ გინდათ მილიონების ხარჯვა იმაზე, რასაც საკუთარი მილიონები აქვს, თქვენი ჯიბიდან გადაიხადეთ. თუ ჩვენიდან უნდა ამოიღოთ, გვირჩევნია ბავშვებს მიხედოთ! გვკითხეთ მაინც!“ – წერს ჟურნალისტი პირად ფეისბუქ გვერდზე.

სიახლეები

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...

ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის

"აი, რა მაყვირებდა, გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები"- ასე ეხმაურება...

გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის პარალელურად, დაკავებულების ირგვლივ...

სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...