საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნას ,,პრემიერ მინისტრის შეცდომად'' აფასებს.
თუმცა თავად ახალი მინისტრი პირველივე განცხადებაში ცდილობს გაფანტოს ეჭვები , რომლებიც პირველ რიგში უკავშირდება მის დამოკიდებულებას ევროატლანტიკური კურსისადმი..
,,მინდა 2 ფაქტორზე გავამახვილო ყურადღება ჩემს მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით. – განაცხადა მან მინისტრად წარდგერნის შემდეგ – პირველ რიგში ჩვენ გავაგრძელებთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ ინტეგრაციის გზაზე თავდაცვის უწყებაში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რისი თქმაც მსურდა, ახლო წარსულში ხელი მოეწერა მემორანდუმს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის და ამ მემორანდუმით გათვალისწინებულ, მნიშვნელოვან რეფორმებს რომელიც უკავშირდება, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი თავდაცვის უწყების და ქვეყნის ინტეგრაციას, ბუნებრივია ამ ნაკისრ ვალდებულებებს ღირსეულად შევასრულებთ“