მთავარისიახლეებისაზოგადოებაარის თუ არა კანონდარღვევა სასკოლო ავტობუსის გამოყენება პედაგოგების გადასაყვანად მაჟორიტარი კანდიდატების წარსადგენად...

არის თუ არა კანონდარღვევა სასკოლო ავტობუსის გამოყენება პედაგოგების გადასაყვანად მაჟორიტარი კანდიდატების წარსადგენად ჩასულ პრემიერთან შეხვედრაზე

Published on

გასულ სამშაბათს, ოზურგეთი-ლანჩხუთის ავტომაგისტრალზე ერთმანეთს ოზურგეთიდან მიმავალი სკოლის ავტობუსი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. ორთავე ავტობუსში იმ დღეს ოზურგეთში პრემირ მინისტრთან შესახვედრად წაყვანილი პედაგოგები ისხდნენ – ინფორმაციას ამის შესახებ  "გურიის მოამბე" ავრცელებს.
ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე კითხვაზე,  იყო თუ არა შეთანხმებული სასკოლო ავტობუსის გაქირავება, თუ თხოვება და პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენება, ჟურნალისტებს პასუხობს, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია და ავტობუსი ერთი დღით სოფლის დეპუტატს სკოლამ ათხოვა: 
„სასკოლო ავტობუსი ამ შემთხვევაში გამოყენებული ჰყავდათ როგორც უბრალოდ ტრანსპორტი, რომელიც სკოლისგან ითხოვა სოფლის დეპუტატმა ოზურგეთში პრემიერის შესახვედრად ხალხის გადასაყვანად. იმ ავტობუსში პედაგოგი იჯდა სამი თუ ოთხი, დანარჩენები იყვნენ სპორტის გაერთიანების თანამშრომლები და სოფლის მოსახლეობა. პედაგოგებიც იყვნენ შვებულებაში და არაფერი კანონდარღვევა არ არის იმაში, თუ არდადეგების დროს ისინი წამოვიდნენ დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე დასასწრებად“
_ სასკოლო ავტობუსის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზეა საუბარი ქალბატონო ნინო, ეს თქვენთან შეთანხმებით მოხდა?
_ არა, ეს მე არ ვიცოდი, როდესაც ეს მასალა "გურიის მოამბეში"დაიწერა, მეორე დღეს დამირეკეს სამინისტროდან და დაიწყეს გარკვევა რა მოხდა და რატომ მოხდა. მაგრამ, აუხსნეს მათ, რომ ავტობუსის განათხოვრებაზე საკრებულოში არსებობდა შესაბამისი დოკუმენტი.
მე კი ვიცოდი წინ დღით ტრანსპორტის შეგროვება რომ იყო და ეძებდნენ ხალხის გადასაყვანად მიკროავტობუსებს, მაგრამ თუ სკოლის ავტობუსიც ითხოვეს, ეს არ ვიცოდი. უბრალოდ, სოფლის დეპუტატი მივიდა საკრებულოში და ითხოვა ავტობუსი უსასყიდლოდ, არაფერი ამაში კანონდარღვევა არ არის. არსებობს ამის პრაქტიკა, რომ სასკოლო ავტობუსი ითხოვონ, ვერ გეტყვით ხშირად-მეთქი, მაგრამ არის ასეთი შემთხვევები. არსებობს შესაბამისი ხელშეკრულება, რომ ეს ავტობუსი ერთი დღით უნდა ეთხოვებინათ.
_ განათლების სამინისტროდანაც იყო ამაზე თანხმობა?
_ მე რაც ვიცი, განათლების სამინისტროსთან ამაზე შეთანხმება არ ყოფილა. 
_ თუ სკოლის ავტობუსის განათხოვრებაში არ არის პრობლემა, შეიძლება ხვალ რომ მის სათხოვნელად რომელიმე ოპოზიციური პარტია მოვიდეს? უარს არ ეტყვით?
_ პარტიასთან რა შუაში იყო ეს ამბავი. უბრალოდ დასჭირდა სოფლის დეპუტატს და უარი არ უთხრეს.
– სოფლის დეპუტატს სკოლის ავტობუსი სჭირდებოდა ხელისუფლებასთან შესახვედრად, ხალხის გადმოსაყვანად, ამაში პოლიტიკურ დაკვეთას ვერ ხედავთ, გამართლებულად მიგაჩნიათ?
–  ნუ მივცემთ ამას პოლიტიკურ შეფასებებს,  ერთ სამსახურს დასჭირდა მეორე სამსახურის დახმარება და ეს იყო სულ- ამბობს ჩიტაძე. 

სიახლეები

კორცხელის სასაფლაოზე 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

კორცხელის სასაფლაოზე 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილი ეკლესიაში მიმავალმა მოქალაქეებმა შენიშნეს. მისი ვინაობა...

„სამართლიანი არჩევნები” თვითმმართველობის არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება

„სამართლიანი არჩევნები” თვითმმართველობის არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება, თუმცა, ორგანიზაცია აგრძელებს...

უკრაინამ როსტოვის ოლქში ნავთობის ქარხანაზე იერიში მიიტანა

21 აგვისტოს ღამეს უკრაინამ რუსეთში, როსტოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. ადგილობრივი Telegram-არხების ინფორმაციით,...

სტივ ვიტკოფმა უკრაინაში მოკლული ამერიკელი მოხალისის ოჯახს პუტინის ჯილდო გადასცა

CNN-ის ცნობით, ტრამპის სპეცწარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა პუტინის გადმოცემული “მადლობის მედალი” გადასცა 21 წლის მაიკლ...