მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზი ეკონომისტი: აფხაზეთი დაუცველი ქვეყანაა. ჩვენი დახლები ივსება კონტრაბანდული ქართული ხილითა და...

აფხაზი ეკონომისტი: აფხაზეთი დაუცველი ქვეყანაა. ჩვენი დახლები ივსება კონტრაბანდული ქართული ხილითა და ბოსტნეულით. ეს უნდა დასრულდეს

Published on

რუსეთი მეწველი ძროხა არ არის – ხალხს უნდაესმოდეს, რომ ინვესტორს ჩვენი არაფერი მართებს და  არ არის ვალდებული გვარჩინოს. – განაცხადა აფხაზმა ექსპერტმა დაურ ბარგანჯიამ სოხუმში გამართულ  ბიზნეს ფორუმზე – ,,აფხაზეთი – ნაბიჯი წინ“.
აფხაზეთში ტურიზმის, როგორც რესპუბლიკის ეკონომიკის ძირითადი დასაყრდენის, მდგომარეობაზე  საუბრისას  იგი შეეხო ინვესტიციების სიმცირის განმსაზღვრელ პრობლემებსა და   შემაფერხებელი გარემოებებს.
,,აფხაზეთი სამწუხაროდ,  ჯერაც ღარიბი ქვეყანაა, ეს უნდა ვაღიაროთ, მაგრამ ჩვენზე ღარიბებიც არიან და, ჩვენგან განსხვავებით,  წინ იყურებიან. 
 ტურისტების ნაკადი ჩვენსი წლიდან წლამდე მატულობს, მაგრამ ეს ჩვენი ბუნების დამსახურება უფროა.   უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ  ისინი, ვინც  ჩვენთან ცამოდიან დასასვენებლად,  არც ისე მდიდრები არიან – მდიდარ ტურისტს არსებული სერვისებით ვერ მოიზიდავ. უკანასკნელ ხანებში აშკარად ჩანს, როგორ მცირდება გაყიდვების რაოდენობა, მაღალი მსყიდველობითი უნარიანობის მქონენი დასვენებას სხვაგან არჩევენ, მათ მოსაზიდად მეტი ინვესტიცია გვჭირდება , უკეთესი სერვისები, თავად  ინვესტორებს კი უკეთესი პირობები და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მეტი უსაფრთხოება. – განაცხადა ბარგანჯიამ.   
 
,,რომ არა რუსეთის დახმარება, აფხაზეთი ვერაფრით დააღწევდა თავს ეკონომიკურ სიდუხჭირეს, მაგრამ არ შეიძლება განუწყვეტლივ სხვისი დახმარების იმედზე იყო. აფხაზეთმა უნდა ისწავლოს ცხოვრება საკუთარი სახსრებით –  აღნიშნა ეკომონისტმა 
მისი აზრით,  სოფლის მეურნეობის პროდუქციის ადგილობრივ მწარმოებელთა მხარდაჭერისთვის აუცილებელია საზღვრების დახურვა უცხოური პროდუქციისთვის.
,,მე მაოცებს, რომ არ არსებობს არანაირი ინფორმაცია ქართულ -აფხაზურ საზღვარზე კონტრაბანდული  ხილისა და ბოსტნეულის შესახებ, ყველაფერი ეს ქვეყნის ბიუჯეტისთვის გვერდის ავლით ხდება, ამიტომ აუცილებელია საზღვარზე ამოქმედდეს კონტრაბადულ ტვირთებთან ბრძოლის მექანიზმები,  გაიზარდოს საბაჟო გადასახადი უცხოეთიდან პროდუქციის შემოტანაზე.    აფხაზეთი ამ თვალსაზრისით აბსოლუტურად დაუცველი ქვეყანაა,  ყოველგვარი ეკონომიკურისაზღვრების გარეშე. ეს უნდა დასრულდეს. ამავე დროს უნდა შეიქმნას ერთგვარი ქოლგა, სასათბურე პირობები ადგილობრივი სოფლის მეურნეობისათვის. მხოლოდ მაშინ დაინახავენ  ადამიანები, რომ ეს შემოსავლიანი საქმეა და დაუბრუნდებიან და   სოფელ და მიწას. გვჭირდება ისეთი აგრარული პოლიტიკა, რომელიც ააღორძინებს  სოფელს'' – აღნიშნა 
 

სიახლეები

2028-2029 წელს უნივერსიტეტებში მიღების კვოტები გაორმაგდება

ანათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები მნიშვნელოვნად გაიზრდება. უწყების...

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით სტამბოლში მიმდინარე ფართომასშტაბიანი გამოძიების ფარგლებში, თურქული სერიალების ვარსკვლავის, ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი გაიცა

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით სტამბოლში მიმდინარე ფართომასშტაბიანი გამოძიების ფარგლებში, თურქული სერიალების ვარსკვლავის, ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი...

WSJ-ირანი ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად აშშ-ის სამხედრო ბაზების დახურვასა და სანქციების მოხსნას ითხოვს

ირანმა შეერთებულ შტატებთან შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის მკაცრი პირობები წამოაყენა, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი...

არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი...