მთავარისიახლეებითვალსაზრისიგერმანელი პოლიტოლოგი და ,,გაზპრომის'' მრჩეველი არ გამორიცხავს, რომ ახალ რეალიებში ...

გერმანელი პოლიტოლოგი და ,,გაზპრომის” მრჩეველი არ გამორიცხავს, რომ ახალ რეალიებში თურქეთმა შესაძლოა აღიაროს აფხაზეთი

Published on

,,თურქეთი რუსეთთან შეთანხმების მიღწევას უფრო ესწრაფვოდა ყოველთვის,  ვიდრე რაიმე სახით პროამერიკული, პრონატოური პოლიტიკის გატარებას შავი ზღვის რეგიონში და ამიტომ არ არის გამორიცხული ცნოს აფხაზეთი'' – განაცხადა პოლიტოლოგმა ალექსანდრ რარმა.
 ეს განცხადება  მან გაკეთა  "Россия сегодня- ს"ეთერში,  ვიდეოხიდის ,,მოსკოვი – ბერლინის'' მსვლელობისას თემაზე ,,ძალადობის ტალღა  გერმანიაში: შედეგები ქვეყნისა და ევროკავშირისათვის ,,
 
,, თუკი გამომჟღავნდება,   რომ თურქეთში პუტჩის მცდელობა სხვა სახელმწიფოს მიერ იყო წაქეზებული (რაც  ჩემიაზრით, ასეა  და ვეღარავინ დამალავს), თუკი თურქეთისთვის ცხადი ხდება, რომ ერდოღანის წინააღმდეგ პუტჩი წამოიწყეს სამხედროებმა, რომელთაც აფინანსებდნენ საუდის არაბეთი ან სხვა სახელმწიფოები, და, მით უფრო , თუ გამჟღავნდება, რომ ამ პუტჩის უკან, ისევე როგორც 80 – იან წლებში მომხდარი გადატრიალების მცდელობის დროს, იდგა ამერიკული დაზვერვა, ვფიქრობ, დღის წესრიგში დადგება თურქეთის ნატოდან გამოსვლის საკითხი’’. განაცხადა  რარმა. მისი აზრით, ანკარამ შესაძლოა შეცვალოს კურსი და  დაიწყოს  ШОС –  თან,  შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანების ან ევრაზიულ კავშირთან თანამშრომლობის გზების ძიება- 
 
 
,,, თურქეთს ესმის, რომ იგი არცთუ ძალიან უყვართ ევროპაში, ხოლო ევროკავშირში მისი შესვლა სულ უფრო მეტ წინააღმდეგობას აწყდება –  ,,თურქეთი, ისევე როგორც რუსეთი, გაიჭედა ევროპასთან ურთიერთობებში, გამუდმებულ დავაში ფასეულობების გარშემო, რადგან დასავლეთი თავის თავს მიიჩნევს მაღალი მორალის, ლიბერალური ფასეულობებისა და ცხოვრების წესის  ნიმუშად, რომელზედაც უნდა აიღოს სწორება ყველა პარტნიორმა. ათურქეთს ეს არ აწყობს, ამიტომ ყველაფერია მოსალოდნელი''- განაცხადა მან. 
 
ცნობისათვის , გერმანელი ჟურნალისტი და პოლიტოლოგი რარი  ცნობილია თავისი სიახლოვით რუსეთიის მმართველ წრეებთან, ბოლო წლების მანძილზე არის  გაზპრომის მრჩეველი ევროპაში და  გერმანიაში რუსეთის ეკონომიკის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე,
 

 

 

სიახლეები

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...