მთავარისიახლეებისაზოგადოებაკვირიკობა, მაღალი ლაგურკა

კვირიკობა, მაღალი ლაგურკა

Published on

 28 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია  წმიდა მოწამეთა: კვირიკესა და დედამისის, ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს.
 
საქართველოში  ამ წმიდანთა სახელები ოდითგან დიდი პატივით  იყო მოსილი. მათ სახელობის  ტაძრები  აგებულია    გურიაში, აჭარაში, რაჭაში… მაგრამ ყველაზე ცნობილია სვანეთში, სოფელ კალაში მდებარე ტაძარი, სადაც  ყოველ 28 ივლისს,  წმინდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღეს, განსაკუთრებულად აღინიშნება კვირიკობა, რელიგიური დღესასწაული რომელსაც სვანეთში ლაგურკას ეძახიან. კალას წმინდა კვირიკეს ტაძარი აგებულია XI საუკუნეში.  აქ დაცულია წმინდა კვირიკეს რამდენიმე უძვირფასესი ხატი XI-XII საუკუნეებისა და შალიანის მინანქრიანი ხატი, რომელშიც ჩატანებულია ჯვარიცხოვლის ნაწილი. საქართველოში უხსოვარი დროიდან ინახება წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი. 
ადრე დაქვრივებული ქრისტესმოსავი კეთილშობილი ქალბატონი ივლიტა თავის სამი წლის ვაჟთან, კვირიკესთან ერთად ცხოვრობდა მცირე აზიის ქალაქ იკონიაში. დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნის ჟამს გაერიდა მშობლიურ ქალაქს და ჯერ სელევკიას შეაფარა თავი და მერე – ტორსს. მაგრამ ავი ენის დასმენით მოხვდა მმართველ ალექსანდრეს სამსჯავროზე. წამების დროს ის მხნედ აღიარებდა თავის ქრისტიანულ აღმსარებლობას.
 
დედის წამების შემყურე, პატარა კვირიკე ტიროდა და დედისაკენ იწევდა. ალექსანდრე ცდილობდა ბავშვის მოფერებას, მაგრამ ბავშვი ხმამაღლა გაიძახოდა: „გამიშვით დედასთან, მეც ხომ ქრისტიანი ვარ!“ მმართველმა მძლავრად მოისროლა კვირიკე, რომელმაც კიბეს  დაჰკრა თავი და სული განუტევა. დედამ მადლი შესწირა უფალს, რომ მისი შვილი წამების გვირგვინით იქნა შემკობილი. სასტიკი წამების შემდეგ ივლიტაც მახვილით განგმირეს. დედა-შვილის  სახელობაზე კონსტანტინოპოლის ახლოს აიგო მონასტერი, ხოლო იერუსალიმის ახლოს აშენდა ტაძარი.
 
 მართლმადიდებელი ქრისტიანები წმიდა კვირიკესა და ივლიტას ოჯახურ ბედნიერებას გამოსთხოვენ და ავედრებენ ავადმყოფი ბავშვების გამოჯანმრთელებას.
 
 
 
 

სიახლეები

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...

ტრამპი- ირანის დრო იწურება, ჯობია, მალე იმოქმედონ!

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე წერს, რომ ირანს დრო...