მთავარისიახლეებისაზოგადოებაევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 72% უჭერს მხარს, ნატო-ში გაწევრიანებას- 64%

ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 72% უჭერს მხარს, ნატო-ში გაწევრიანებას- 64%

Published on

NDI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 72%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. 64% კი მხარს უჭერს ნატო-ში გაწევრიანებას.
 
გამოკითხულთან ნახევარზე მეტი კი მიიჩნევს, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს პროდასავლური კურსი, თუმცა რუსთთან დადებითი ურთიერთობა უნდა იყოს შენარჩუნებული. 
 
გამოკითხულთა 53% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკული ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს. 29 %-ს კი მიაჩნია, რომ ქვეყანა რუსეთთან კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბების ნაცვლად, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარის თქმით, მეტ სარგებელს მიიღებს.
 
პრორუსული კურსს ღიად მხარს გამოკითხულთა 6% უჭერს.
 
შეგახსენებთ, რომ NDI-მ კვლევა ჩაატარა, რომლისთვისაც დაახლოებით 4 ათასზე მეტი ადამიანი გამოკითხა.
 
დღეს კვლევის ის ნაწილი გასაჯაროვდა, რომელიც ქვეყნის საგარეო კურსს, ეკონომიკასა და მასმედიას ეხება.
 
 

სიახლეები

ზუგდიდში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა  არასრულწლოვანი მსუბუქად დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. საგამოძიებო...

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე გახდა

12 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. "ეს არ არის...

ცხოველთადამცველები სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვენ

"ჩვენ ვითხოვთ სტერილიზაციის კამპანიის სრულად ჩატარებას და სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას. 2025 წელს...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი (არასათანადო მოპყრობის თაობაზე) დაარეგისტრირა. ამის შესახებ...