მთავარისიახლეებისაზოგადოებაზოგადი უნარების გამოცდაში ბარიერი აბიტურიენტების დაახლოებით 16%-მა ვერ გადალახა

ზოგადი უნარების გამოცდაში ბარიერი აბიტურიენტების დაახლოებით 16%-მა ვერ გადალახა

Published on

ზოგადი უნარების გამოცდის პირველადი შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge დღეს განთავსდა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეს 12:00 საათიდან ყველა აბიტურიენტს საშუალება აქვს საკუთარი ნაშრომები ნახოს. აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გაგება მოკლეტექსტური შეტყობინებითაც შეეძლებათ, ამისთვის მათ საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გააგზავნონ ნომერზე 93 333, შედეგის მოკლეტექსტური შეტყობინების მიღების საფასური 50 თეთრია. „ზოგადი უნარების გამოცდა აბიტურიენტებს 4 ვარიანტად შევთავაზეთ. თითოეული ვარიანტი ჩვენი აბიტურიენტებისთვის საშუალო სირთულის აღმოჩნდა. ვარიანტების სირთულეებს შორის ძალიან მცირე განსხვავებაა. სამ ვარიანტში საშუალო მაჩვენებელი 48%-ია. 2%-ით ნაკლებია ერთ-ერთ – მესამე ვარიანტში, ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგადი უნარების მესამე ვარიანტი ოდნავ რთული აღმოჩნდა. ჩვენ ვიცით, რომ თითოეულ ვარიანტში 24 ქულა და მეტი არის გამსვლელი. პირველ, მეორე და მეოთხე ვარიანტში გამსვლელი ქულა 24 და მეტია. რაც შეეხება მესამე ვარიანტს, გაიგივების პროცედურის შემდეგ აქ გამსვლელი ქულა 23 და მეტი იქნება“, – განმარტა მაია მიმინოშვილმა. მისივე ინფორმაციით, ზოგადი უნარების გამოცდაში ბარიერი აბიტურიენტების დაახლოებით 16%-მა ვერ გადალახა. აღნიშნულ გამოცდაში კომპეტენციის მინიმალური ზღვარის დაძლევა დაახლოებით 6 000-მა აბიტურიენტმა ვერ მოახერხა. „ერთიანი ეროვნული გამოცდები“ 1 ივლისს დაიწყო და 22 ივლისს დასრულდა. 

სიახლეები

თევზი 20%-ით, ხორცი 10%-ით, პური 7%-ით გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.3%-ით გაიზარდა,...

საუბარი იყო იმაზე, რომ ეფექტურია ეს მედიკამენტები-დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები კობახიძეს შეხვდნენ

"დეტალურად გადავეცით ჩვენ ინფორმაცია მედიკამენტებთან მიმართებაში, მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში, იმასთან დაკავშირებით... ჩვენ პოზიტიურად ვართ...

საჯარო სკოლების II-VI კლასის მოსწავლეები სასკოლო ფორმებს მიმდინარე წლის ბოლოს, ნოემბერ-დეკემბერში მიიღებენ

საჯარო სკოლების II-VI კლასის მოსწავლეები სასკოლო ფორმებს მიმდინარე წლის ბოლოს, ნოემბერ-დეკემბერში მიიღებენ - განაცხადა...

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა - ინფორმაციას უკრაინული მედია რკინიგზის განცხადებაზე დაყრდნობით...