მთავარისიახლეებისაზოგადოებაჭუბერში მეორე დღეა გაუჩინარებულ მოზარდებს ეძებენ

ჭუბერში მეორე დღეა გაუჩინარებულ მოზარდებს ეძებენ

Published on

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში უკვე მეორე დღეა ორ მოზარდ გოგონას ეძებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,სამძებრო ღონისძიებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს. რაც შეეხება გამოძიებას, სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის საქმე არ არის აღძრული.
 
სოფელ ჭუბერში ორი მოზარდი გუშინ დაიკარგა. ადგილობრივებმა გოგონები – 12 წლის აქსანა ჩ. და 16 წლის სალომე ნ.  – ბოლოს ტყისკენ მიმავალნი ნახეს. გოგონები ზემო ჭუბერიდან ჭუბერის ცენტრამდე ფეხით არიან ჩასული, რის შემდეგაც მათი კვალი იკარგება. არსებობს ვარაუდი, რომ ისინი თბილისისკენ არიან წასული.
ამავე დროს მედიასა და სოციალურ ქსელში ში ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაცია  მოზარდებთან დაკავშირებით. .,,ნიუპოსტის'' ცნობით, გოგონების ფეისბუქ გვერდზე დევს თავად მათი  წერილი, რომ ცოცხლები არიან, მაგრამ სახლებში დაბრუნებას  არ აპირებენ .
არსებობს ეჭვი, რომ მოზარდები გაურკვეველ სექტაში არიან გაწევრიანებული, რისი ეჭვიც 16 წლის სალომეს შესახებ არსებობდა. როგორ ,,ნიუპოსტს“ განუცხადეს, გოგონა უცნაური ჩაცმულობით და გარეგნობით გამოირჩეოდა.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...