არაბი ქალები და ისლამური კულტურის საგანძური

0
473
მაროკოს ქალაქ ფესაში,  ალ ქარავინის უნივერსიტეტში სამი წლის მანძილზე მიმდინარეობდა  მუსულმანი ქალის მიერ 659 წელს დაარსებული ბიბლიოთეკის რესტავრაცია. ამ სამუშაოებს ხელმძღვანელობდა  მაროკოული წარმოშობის კანადელი არქიტექტორი ქალი აზიზა ჩაოუნი . ბიბლიოთეკა ფართო საზოგადოებისათვის წლის ბოლოსთვის გაიღება. 
 
ბიბლიოთეკაში ინახება 4000 რარიტეტის – იშვიათი  წიგნისა და  ძველი არაბული ხელნაწერების მდიდარი კოლექცია, რომელიც  არაბული სამყაროს ცნობილ სწავლულებს ეკუთვნის. ხელნაწერებს შორისაა ყურანის მეცხრე საუკუნით დათარიღებული ვერსია და ფილოსოფოს ავეროესის ნაშრომი ისლამური სამართლის შესახებ.  
 
საუნივერსიტეტრო კომპლექსი თავდაპირველად დაფუძნდა როგორს მეჩეთი, იგი ააგო ფატიმა ალ – ფიჰრიმ, რომელმაც გაიზიარა დიდვაჭარი  მამის ბედი მას შემდეგ, რაც ოჯახი ალ ქაირავინიდან ტუნისში გადასახლდა. მასზე არსებული ცნობებით, ეს იყო ახალგაზრდა ქალი, რომელსაც იტაცებდა სამყაროს შემეცნება და საინტერესო ამბები, მეჩეთის აგებამდეც და შემდეგაც იგი გამუდმებით ესწრებოდა ლექციებს, რომელსაც  ჯერ სხვა , ხოლო შემდეგ მის მიერ აგებული მეჩეთის სკოლაში კითხულობდნენ მოწვეული ცნობილი სწავლულები. მის მიერ მეჩეთთან შექმნილი სკოლის ბაზაზე დაარსებული უნივერსიტეტი დღემდე რჩება წამყვან დაწესებულებად ისლამური სამყაროს რელიგიურ – სასწავლო ცენტრებს შორის. 
 
დღეს ალ ქარაავინის საუნივერსიტეტო კომპლექსი  მნიშვნელოვნად არის გაფართოებული, იგი  ძირითადად გადატანილია ფესას სხვა ნაწილში, მაგრამ მეჩეთი და ბიბლიოთეკა ძველ ადგილზე რჩება და კომპლექსის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს.
 
რაც შეეხება ჩაოუნის, რომელიც წარმოშობით ფესადაა, ამბობს, რომ არაფერი იცოდა ბიბლიოთეკის არსებობის შესახებ, სანამ მაროკოს კულტურის სამინისტრო 2012 წელს შესთავაზებდა ჩართულიყო შენობის რეაბილიტაციაში. 
 
გასული საუკუნეების მანძილზე ბიბლიოთეკამ  არაერთგზის განიცადა რეაბილიტაცია, მაგრამ არაფერი მოუხერხდა სტრუქტურულ პრობლემებს, რომელსაც დახშული სადრენაჟო სისტემა, ხის საყრდენების გამოფიტვა, ქვის რღვევა და ჩამონაშალი ქმნიდა. დროთა განმავლობაში კლიმატური პირობებისაგან, განსაკუთრებით ნესტისგან მნიშვნელოვნად დაზიანდა ხელნაწერებიც. 
 
დღეს ბიბლიოთეკის შენობა უახლესი სტანდარტებით არის რეაბილიტირებული და აღჭურვილია ტექნიკური საშუალებებით, რომლებიც აკონტროლებენ ნესტის დასაშვებ დონეს, შესაბამისად, წიგნებს აღარაფერი ემუქრება. აქამდე ბიბლიოთეკა მხოლოდ მეცნიერ –მკვლევართა  მცირე ნაწილისათვის იყო ხელმისაწვდომი,  ამიერიდან მისი კარები ყველასათვის იღება. 
 
წინა სტატიამიხეილ გიორგაძე დავით კინწურაშვილს და ალექსანდრე მოწონელიძეს გადადგომისთვის ვადას დღის ბოლომდე აძლევს
შემდეგი სტატიასურსათის ეროვნული სააგენტო ურჩევს მოსახლეობას, ყურადღება მიაქციოს საზამთროსა და ნესვის კანს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური