მთავარისიახლეებიპოლიტიკათურქეთში ხელისუფლებამ 42 ჟურნალისტის დაპატიმრების ორდერი გასცა

თურქეთში ხელისუფლებამ 42 ჟურნალისტის დაპატიმრების ორდერი გასცა

Published on

თურქეთში დაკავებები გრძელდება. ხელისუფლებამ 42 ჟურნალისტის დაპატიმრების ორდერი გასცა. მათ შორისაა ცნობილი მწერალი და ჟურნალისტი ნაზლი ილიჯაკი, რომელიც ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე კრიტიკულ სტატიებს წერდა. ამის გამო ის სამი წლის წინ გაზეთის რედაქციიდან დაითხოვეს.ჯერჯერობით უცნობია უკვე დააკავეს თუ არა სიაში მყოფი ჟურნალისტები. თურქული მედიის ცნობით, მათი დაპატიმრების ორდერი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გაიცა.ხელისუფლებამ უკვე დახურა რამდენიმე მედია საშუალება, რომელიც ფეთულა გიულენის მოძრაობასთან კავშირშია ეჭვმიტანილი. თურქეთის ხელისუფლება მას სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორად ასახელებს.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...