მთავარისიახლეებისაზოგადოება,,სულგუნი'', როგორც პროდუქტი, დაცულია, მაგრამ ვინ დაიცავს მის ბუნებით სახელწოდებას?

,,სულგუნი”, როგორც პროდუქტი, დაცულია, მაგრამ ვინ დაიცავს მის ბუნებით სახელწოდებას?

Published on

,,2016 წლის 2 ივნისს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა (”საქპატენტმა”), სულგუნი როგორც ქართული ეროვნული პროდუქტი დაარეგისტრირა, რაც ნიშნავს იმას, რომ დაუშვებელია პროდუქტს ეწოდოს „სულგუნი“, ან მიმსგავსებული სახელი, თუ იგი დამზადებული არ არის საქართველოში. საერთაშორისო კონვენციებისა და შეთანხმებების თანახმად, ამიერიდან, სულგუნი საერთაშორისო მასშტაბით ექვემდებარება დაცვის რეჟიმს. 
 
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გარდა იმისა, რომ სულგუნი უნდა მზადდებოდეს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, დაცული უნდა იყოს ასევე სპეციფიური მოთხოვნები ნედლეულის, საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესების და საბოლოო პროდუქტის ხარისხის მიმართ.
 
დღესდღეობით სანტე ერთადერთი საწარმოა საქართველოში, რომელმაც წარმატებით გაიარა ინსპექტირების ყველა ეტაპი და მიენიჭა უფლება გეოგრაფიულ აღნიშვნაზე „სულგუნი“ და რომლის პროდუქტიც, სულგუნი „სანებო“ დაექვემდებარება საერთაშორისო დაცვის სპეციალურ რეჟიმს.''
 
ამრიგად ,,სულგუნი'', როგორც პროდუქტი, დაცულია, მაგრამ ვინ დაიცავს თავად მის სახელწოდებას? 
 
 ძველ წერილობით წყაროებში ,,სულგუნის''თავდაპირველი სახელია სილოგირი  ( ს ლოგ რი, ს ლოგ ნი) –  რაც გლუვს, გადასრიალებულს ნიშნავს მეგრულად ( ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველის მიმართ, თორემ  ამ სიტყვის  სხვა მნიშვნელობაზე ახლა  არ ვლაპარაკობთ). დროთა განმავლობაში მან  მეგრულშივე მიიღო   სელეგინის ფორმა,   რადგან სპეციფიკური თანხმოვანთშორისის წარმოთქმა დროთა განმავლობაში მეგრელებსაც გაუჭირდათ. აი, საიდან მოხდა მისი მეტამორფოზა ქართულში სულუგუნად, სულგუნად, და რატომ ვებღაუჭებით  ამ ცდომილებით თავდაპირველისაგან კიდევ უფრო შორს წასულ ფორმას,  სრულიად გაუგებარია,  სელეგინი მაინც შეგვერჩინა ამ ყველისთვის ბუნებითი სახელიდან.

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...