მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ არ იბარებენ აუდიტის სამსახურში პრემიერ-მინისტრს, რომელიც დევნილებს სახლების გადაცემას ჰპირდება?

რატომ არ იბარებენ აუდიტის სამსახურში პრემიერ-მინისტრს, რომელიც დევნილებს სახლების გადაცემას ჰპირდება?

Published on

ინტერპრესნიუსის ცნობით,  დასრულდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაბარებული  აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის, აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომრის, ლევან ვარშალომიძის გამოკითხვა .
როგორც ლევან ვარშალომიძემ აუდიტის სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, მთავარი კითხვა იყო ის, თუ საიდან მოხდებოდა პროექტის „სოციალური სახლის“ დაფინანსება.
 
მისივე თქმით, აუდიტის სამსახურში წარმოადგინა მისი პროგრამა და ყველა საბუთი, თუ საიდან გეგმავს აღნიშნული პროექტის განხორციელებას.
„ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს პროექტი განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ასევე მოვიზიდავთ თანხებს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან“, – განაცხადა მან.
 
ვარშალომიძის განმარტებით, გამოკითხვაზე მისი დაბარების კონკრეტული მესიჯი არის ის, რომ მთავრობას სოციალური სახლების მშენებლობა თავად არ უნდა.
 
„მე ვპირდები აჭარის მოსახლეობას, რა შედეგიც არ უნდა დადგეს, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ სოციალურ სახლებს“, – აღნიშნა ვარშალომიძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ დაპირებაში არანაირი სამართლებრივი დარღვევა არ არის.
თავის მხრივ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ზურაბ აზნაურაშვილის განცხადებით, მოხდება ლევან ვარშალომიძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა, ასევე საჭირო იქნება დამატებითი პირების – ხელშეკრულების მეორე მხარეების გამოკითხვა.
 
„18 ივლისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელდა და რომელიც ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებს შეეხებოდა, დავიბარეთ ლევან ვარშალომიძე, დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით. მოკვლევა გრძელდება. ჩვენ შევისწავლით მის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას. ასევე საჭირო იქნება დამატებითი პირების გამოკითხვა. ამ პროცედურების გავლის შემდგომ გვექნება საშუალება შეფასდეს, არსებობს თუ არა კანონმდებლობის დარღვევა“, – განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.
 
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებს, რატომ არ ხდება აუდიტის სამსახურში პრემიერ-მინისტრის დაბარება, რომელიც დევნილებს სახლების გადაცემას ჰპირდება, აზნაურაშვილის თქმით, აუდიტის სამსახური შეისწავლის ნებისმიერ საკითხს, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევას შეეხება.

სიახლეები

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...

თეთრი სახლის წინ ისროდნენ, არიან დაჭრილები – თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინციდენტი საიდუმლო სამსახურის თანამშრომელს უკავშირდება,...