მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ არ იბარებენ აუდიტის სამსახურში პრემიერ-მინისტრს, რომელიც დევნილებს სახლების გადაცემას ჰპირდება?

რატომ არ იბარებენ აუდიტის სამსახურში პრემიერ-მინისტრს, რომელიც დევნილებს სახლების გადაცემას ჰპირდება?

Published on

ინტერპრესნიუსის ცნობით,  დასრულდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაბარებული  აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის, აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომრის, ლევან ვარშალომიძის გამოკითხვა .
როგორც ლევან ვარშალომიძემ აუდიტის სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, მთავარი კითხვა იყო ის, თუ საიდან მოხდებოდა პროექტის „სოციალური სახლის“ დაფინანსება.
 
მისივე თქმით, აუდიტის სამსახურში წარმოადგინა მისი პროგრამა და ყველა საბუთი, თუ საიდან გეგმავს აღნიშნული პროექტის განხორციელებას.
„ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს პროექტი განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ასევე მოვიზიდავთ თანხებს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან“, – განაცხადა მან.
 
ვარშალომიძის განმარტებით, გამოკითხვაზე მისი დაბარების კონკრეტული მესიჯი არის ის, რომ მთავრობას სოციალური სახლების მშენებლობა თავად არ უნდა.
 
„მე ვპირდები აჭარის მოსახლეობას, რა შედეგიც არ უნდა დადგეს, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ სოციალურ სახლებს“, – აღნიშნა ვარშალომიძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ დაპირებაში არანაირი სამართლებრივი დარღვევა არ არის.
თავის მხრივ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ზურაბ აზნაურაშვილის განცხადებით, მოხდება ლევან ვარშალომიძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა, ასევე საჭირო იქნება დამატებითი პირების – ხელშეკრულების მეორე მხარეების გამოკითხვა.
 
„18 ივლისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელდა და რომელიც ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებს შეეხებოდა, დავიბარეთ ლევან ვარშალომიძე, დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით. მოკვლევა გრძელდება. ჩვენ შევისწავლით მის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას. ასევე საჭირო იქნება დამატებითი პირების გამოკითხვა. ამ პროცედურების გავლის შემდგომ გვექნება საშუალება შეფასდეს, არსებობს თუ არა კანონმდებლობის დარღვევა“, – განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.
 
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებს, რატომ არ ხდება აუდიტის სამსახურში პრემიერ-მინისტრის დაბარება, რომელიც დევნილებს სახლების გადაცემას ჰპირდება, აზნაურაშვილის თქმით, აუდიტის სამსახური შეისწავლის ნებისმიერ საკითხს, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევას შეეხება.

სიახლეები

კობახიძე რიჟვაძეზე-პირდაპირი კომუნიკაცია არ მქონია, ტელეფონი არ აქვს

ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიხიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან...

საქსტატი-2025 წლის II კვარტალში უმუშევრობა გაიზარდა, შემცირდა თვითდასაქმებულთა რაოდენობა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის...

“ლელოსა” და “გახარიას” ერთობლივი კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებზე ცნობილია

“ლელო-ძლიერმა საქართველომ” და პარტიამ “გახარია საქართველოსთვის” 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მერობის საერთო...

რა თქვა ზელენსკიმ ტრამპთან შეხვედრამდე

ევროპელ ლიდერებს თეთრ სახლში ვიზიტამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონში, უკრაინის საელჩოში უმასპინძლა. ზელენსკის პოზიციის ძირითადი...