მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ხორციელდებოდა პირადი ცხოვრებით შანტაჟი, კონკრეტული მოსამართლის მიმართ" - "ეს შენ გეხება" გიორგი...

“ხორციელდებოდა პირადი ცხოვრებით შანტაჟი, კონკრეტული მოსამართლის მიმართ” – “ეს შენ გეხება” გიორგი პაპუაშვილს შეხვდება

Published on

გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრას გეგმავენ ეს შენ გეხება და სამართალი ითხოვს კამპანიებში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები.შეხვედრა სავარაუდოდ დღეს გაიმართება. საქმე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ.მესამე სექტორს ამ თემაზე დამატებითი ინფორმაციის მიღება უნდა – თუ კონკრეტულად რომელ მოსამართლეებსა და საქმეებს ეხებოდა ზეწოლა.ამის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები ამ მოსამართლეებთანაც აპირებენ შეხვედრას. სამოქალაქო სექტორი მოუწოდებს სამართალდამცველებს, დროულად დაიკითხოს პაპუაშვილი და დაიწყოს ამ ფაქტის შესწავლა.„ხორციელდებოდა პირადი ცხოვრებით შანტაჟი კონკრეტული მოსამართლის მიმართ იმ მიზნით, რომ კონკრეტულ რეზონანსულ საქმეებზე მიღებული ყოფილიყო ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილება, ან მომხდარიყო კონკრეტული საქმის გაჭიანურება. ეს არის ძალიან სერიოზული განცხადება, ეს შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, იმიტომ რომ ეს არის ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე,“- განაცხადა საია-ს იურისტმა გიორგი გოცირიძემ. 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...