მთავარისიახლეებიმსოფლიოიზმირის პროვინციაში, ნატოს სამხედრო ბაზის სიახლოვეს ტყის მასივი იწვის

იზმირის პროვინციაში, ნატოს სამხედრო ბაზის სიახლოვეს ტყის მასივი იწვის

Published on

წუხელ თურქეთში, იზმირის პროვინციაში, სტამბოლიდან 320 კილომეტრში მდებარე   ნატოს ავიაბაზის სიახლოვეს ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმა ტყის მასივის 40 ჰექტარამდე ფართობი მოიცვა. თურქეთის მედიაში მსგავსი ინფორმაცია არ გამოჩენილა, თუმცა იგი წუხელვე გავრცელდა  სოციალურ ქსელში, იქვე გამოქვეყნდა პირველი  ფოტოებიც  შემთხვევის ადგილიდან, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ფოტოები ნაყალბევი იყოს.  
არსებული მონაცემებით, მთელი ღამე მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები, მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია, დასავებული არავინაა.   დაზიანდა ერთი შენობა, რომელსაც სამხედრო ბაზასთან კავშირი არ აქვს.  მეხანძრეები და აცხადებენ, რომ ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.  ადგილობრივი პოლიცია ხანძრის განზრახ გაჩენის ვერსიას ამოწმებენ. 
თურქული მედიისაგან განსხვავებით რუსული იუწყება, რომ არის საშიშროება ხანძარი ბაზის ტერიტორიაზე გადავიდეს და რომ ნატოს სამხედრო მოსამსახურეები იღებენ ზომებს   გადაუღობონ ცეცხლს გზა იარაღის საწყობისაკენ. ნატოს წარმომადგენლებს ამ საკითხზე კომენტარები არ გაუკეთებიათ.  
 

სიახლეები

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...