მთავარისიახლეებიპოლიტიკათურქეთში პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაცვის 283 წევრი დააკავეს

თურქეთში პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაცვის 283 წევრი დააკავეს

Published on

თურქეთში პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაცვის 283 წევრი დააკავეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. გავრცელებული ცნობით, დაკავების მიზეზი მათი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში შესაძლო მონაწილეობა გახდა. ამ დრომდე ქვეყნის მასშტაბით სამსახურიდან 60 000-მდე ადამიანი დაითხოვეს. როგორც თურქეთის ვიცე-პრემიერმა, ნურეტინ ჯანიკლიმ განაცხადა, გადაყენებული 60 000-მდე ადამიანი „ყინულის მხოლოდ ერთი ნაწილია“ და პირობა დადო, რომ კიდევ ბევრ ადამიანს შეეხება მკაცრი სანქციები. დაკავებულ და დათხოვნილ საჯარო მოსამსახურეებს შორის 9000-ზე მეტი პოლიციელი, 3000 მოსამართლე და 6000 სამხედროა. ასევე გათავისუფლებულები არიან სკოლისა და უნივერსიტეტის მასწავლებლები და ლექტორები.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...