მთავარისიახლეებიპოლიტიკასერგეი ლავროვის განცხადება, როგორც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პრელუდია: ,,ძალიან მიყვარს საქართველო, მაგრამ...

სერგეი ლავროვის განცხადება, როგორც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პრელუდია: ,,ძალიან მიყვარს საქართველო, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი სტატუსის გამო იქ ჩასვლას ვერ ვახერხებ”

Published on

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოში ჩამოსვლა სურს. როგორც სერგეი ლავროვმა ახალგაზრდულ ფორუმზე განაცხადა, მას ძალიან უყვარს საქართველო, თუმცა სტატუსის გამო საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებს. 
 
„ჩვენ დღეს საქართველოში საელჩო არ გვაქვს, მაგრამ ინტერესების სექცია მოქმედებს. ამის მიზეზია ის, რომ საააკაშვილმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. ინტერესების სექცია კი შვეიცარიამ გახსნა. ყველას ესმის, არავინ და არსად წასულა. უბრალოდ, შენობაზე აბრა გამოიცვალა. სიტუაცია მხოლოდ ურთიერთობების აღდგენით გამოსწორდება. ჩვენ ის არ გაგვიწყვეტია. ახლა ჯერი ქართველ მეზობლებზეა. 
ძალიან მიყვარს საქართველო. სამწუხაროდ, ჩემი სტატუსის გამო იქ ჩასვლას ვერ ვახერხებ, მაგრამ მყავს ბევრი მეგობარი, რომლებიც საქართველოში ჩადიან.
დარწმუნებული ვარ, ყველა პრობლემას მოვაგვარებთ. უკვე იგრძნობა, რომ ეს ურთიერთობები უფრო ჯანსაღია. იგი სავაჭრო სფეროთ განახლდება. ეს სწორი ტენდენციაა. დარწმუნებული ვარ, კითხვები განხილული იქნება. მოსახლეობამ მოლაპარაკება ერთმანეთთან თავად უნდა დაიწყონ და პატივი უნდა ვცეთ ხალხს“, – განაცხადა ლავროვმა.
 
,,რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი ამ ეტაპზე არ და ვერ განიხილება'' – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების საპასუხოდ განაცხადა. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, არ არსებობს არანაირი წინსვლა რუსეთთან ისეთ რთულ საკითხებში როგორიცაა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემები და ამ რეალობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე შეუძლებელია საუბარი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე. 
 
როგორც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში აღნიშნავს, რუსეთთან მიმართებაში არსებობს მთელი რიგი პრაქტიკული საკითხები, სადაც გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა”ბოლო 3 წლის მანძილზე, ჩვენ აღვადგინეთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, ხელს ვუწყობთ ტურიზმის განვითარებას, ვაგვარებთ გარკვეულ ჰუმანიტარულ პრობლემებს, გარკვეულწილად ასევე გამარტივდა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსეთში მიემგზავრებიან, ასე რომ პრაქტიკული მიმართულებებით, ჩვენ გარკვეული ნაბიჯები გადავდგით”, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ. 
 
ლავროვის განცხადებაზე სხვა, უფრო მკვეთრი პასუხი აქვთ სოციალური ქსელის ქართველ მომხმარელებს: ,,რას ამბობთ,საქართველოს სიყვარულით კვდებით….ასე უყვარდეთ უფალს თქვენ, როგორც თქვენ ქართველები გიყვარდეთ, კარგი?''
 

სიახლეები

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული "სპუტნიკი" ავრცელებს და წერს, რომ...

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...