მთავარისიახლეებისპორტი,,საშინელება, უგემოვნებობა, არაკომპეტენტურობა'' - ახალმა ოლიმპიურმა ფორმებმა სოციალურ ქსელში მკვეთრი და ...

,,საშინელება, უგემოვნებობა, არაკომპეტენტურობა” – ახალმა ოლიმპიურმა ფორმებმა სოციალურ ქსელში მკვეთრი და ცალსახა კრიტიკა დაიმსახურა

Published on

სპორტის გულშემატკივრებისათვის მუდამ მნიშვნელოვანია, როგორ წარადგენს საქართველოს დელეგაცია ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე ქვეყანას,    როგორია მათი სპორტული ეკიპირება?
დღეს ამ კითხვაზე პასუხად წარმოდგენილმა  ახალმა ოლიმპიურმა ფორმებმა, თუ სოციალურ ქსელებში გამოხმაურებით ვიმსჯელებთ,  მკვეთრი და თიტქმის ცალსახა  კრიტიკა დაიმსახურა.
,,საშინელება, უგემოვნებობა,არაკომპეტენტურობა''
,უგემოვნებას რომ თავი დავანებოთ, ეს 90- იანი წლების იუდაშკინ-ზაიცევის ესთეტიკის და ყარაყალპაკების ნაციონალური სამოსის ნაზავი, ქართული ეროვნული სამოსის ესთეტიკასთან რა კავშირშია?
უკიდურესი სიმახინჯე და სამარცხვინო ქაჯობა – აი, რა არის ეს, ქართული ოლიმპიელების სამოსი კი არა'
,,მამაკაცები სასტუმროების მომსახურეებს გვანან. ქალს ხომ რუსული აცვია? ხუმრობთ?''
,,უფრო თურქული ან თურქმენული''
,,რატომ არ აპროტესტებენ სპორტსმენები?  ''- ასეთია ძირითადად პირველი შეფასებები. 
 
ის, რაც დღეს სპორტსმენებს გაცილების ცერემონიალზე ეცვათ,  კრიტიკას მართლაც იმსახურებს. ეს ნამდვილად არ არის ის, რასაც  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ქვეყანას პირდებოდა. ოლიმპიური კომიტეტის  პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ოლიმპიურ სოფელში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ელგუჯა ბერიშვილი ირწმუნებოდა, რომ  ჩვენი დელეგაცისთვის  იკერებოდა ორიგინალური სააღლუმო სამოსი და ყოველდღიური ფორმა, რომელშიც გათვალისწინებულია ეროვნულ-ტრადიციული ელემენტები, მაგრამ სულ სხვა სურათი მივიღეთ.
 ,,ჩვენი პირველი გადაწყვეტილება ის იყო, რომ სააღლუმო სამოსი აუცილებლად საქართველოში უნდა შეგვეკერა.  ამის შემდეგ შევხვდით რამდენიმე სამოდელო  კომპანიის წარმომადგენლებს, საბოლოო არჩევანი კი „სამოსელი პირველზე"  შევაჩერეთ. ამ კომპანიამ შემოგვთავაზა საინტერესო დიზაინი და ზომიერი ფასი. რაც შეეხება სპორტულ ფორმას, ჯერ კიდევ შარშან შევუკვეთეთ ცნობილ იაპონურ კომპანიას -„მიზუნოს,"  რომელთანაც ჩვენი კომიტეტი ადრეც თანამშრომლობდა. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ  რიოში ქართული დელეგაცია ღირსეულად იქნება წარმოდგენილი – აცხადებდა ბერიშვილი. რა გამოვიდა ამისგან, ჩვენ უკვე ვნახეთ.
 გახსნის ცერემონიალი ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნაწილია და მას თვალს მიადევნებს სამ მილიარდამდე ადამიანი.  სამწუხაროა, რომ ეროვნული  გემოვნება და ტრადიცია  ქართველი ოლიმპიელების ფორმებში ადეკვატურად არ არის წარმოდგენილი 
 

სიახლეები

პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ – გია ვოლსკი

ვერ ვხედავ, რომ პლებისციტის აუცილებლობა არსებობს, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი - ჩვენი ოპონენტები რას ამბობენ,...

სხვა ქალთან ერთად ბინაში მყოფი საქმრო საცოლემ დაჭრა – შემთხვევა მარნეულში

მარნეულში, ახალგაზრდა ქალმა კაცი, სავარაუდოდ, საქმრო, დანით დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ნაქირავებ ბინაში სხვა ქალთან...

ზელენსკი არ აპირებს, პუტინს დონბასის ოლქი მთლიანად დაუთმოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კატეგორიულად უარყო პუტინის მოთხოვნა, ე.წ. მშვიდობის სანაცვლოდ დონეცკის ოლქის მთლიანად...

ყველაფერი ჩვენს ხელშია – ხაბეიშვილი “ტიტუშკას” ცემის საქმეზე დაკავებას გამოეხმაურა

“პანჩური” ტიტუშკას – საქმეზე დაკავება და სისხლის სამართლის საქმის შეკერვა, რეალურად არის პრევენცია, რომ...