მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ბიბისი“ - მიუნხენის სავაჭრო ცენტრში თავდასხმაში ეჭვმიტანილი წარმოშობით ირანელია, რომელიც მარტო მოქმედებდა

„ბიბისი“ – მიუნხენის სავაჭრო ცენტრში თავდასხმაში ეჭვმიტანილი წარმოშობით ირანელია, რომელიც მარტო მოქმედებდა

Published on

მიუნხენის სავაჭრო ცენტრში გუშინ მომხდარი თავდასხმის მოტივი უცნობია. ამის შესახებ „ბიბისის“ ცნობით, გერმანიის პოლიცია იტყობინება. თავდასხმაში ეჭვმიტანილი 18 წლის პირია, რომელიც წარმოშობით ირანელია და მიუნხენში ცხოვრობდა. მან ცეცხლი ადგილობრივი დროით 18:00 საათზე გახსნა. შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი. 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამის მდგომარეობა კრიტიკულია. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელმა ცეცხლი თავდაპირველად სწრაფი კვების ობიექტში მყოფ ადამიანებს გაუხსნა, შემდეგ კი სავაჭრო ცენტრ Olympia-სკენ დაიძრა.მომხდარის გამო მიუნხენში სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხდა. ცენტრალური რკინიგზის სადგურიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. მოძრაობა სპეცოპერაციიდან რამდენიმე საათში აღდგა.თავდაპირველად პოლიცია ვარაუდობდა, რომ თავდასხმაში სამი შეიარაღებული პირი მონაწილეობდა, თუმცა მოგვიანებით სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. იგი რამდენიმე საათის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცველთა ვარაუდით, მან თავი მოიკლა.მიუნხენის პოლიციის ხელმძღვანელმა განახადა, რომ ეჭვმიტანილი ამ დრომდე სამართალდამცავი უწყებებისთვის ცნობილი არ იყო. ჯერჯერობით არ იკვეთება მისი ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

სიახლეები

ერევანი სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის დედაქალაქად იქცა, ადრე ეს თბილისი იყო-იუკნევიჩიანე

ერევანი სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის დედაქალაქად იქცა. ადრე ეს თბილისი იყო, ახლა კი ერევანია. მნიშვნელოვანია,...

გაფართოებული კრების მიმდინარეობისას მორწმუნეებს შეუფერხებლად შეეძლებათ სამების ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა-საპატრიარქო

საპატრიარქოს ინფორმაციით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების მიმდინარეობისას მორწმუნეებს შეუფერხებლად შეეძლებათ სამების საპატრიარქო ტაძრის...

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ახალ პატრიარქს აირჩევს

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დღეს ახალი საჭეთმპყრობელი ეყოლება. 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში, მე-14 გაფართოებულ...

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...