მთავარისიახლეებიმსოფლიო9 ადამიანი დაიღუპა 16 დაშავდა გუშინ მიუნხენის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის...

9 ადამიანი დაიღუპა 16 დაშავდა გუშინ მიუნხენის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის შედეგად

Published on

 9 ადამიანი დაიღუპა 16 დაშავდა გუშინ მიუნხენის სავაჭრო ცენტრში  მომხდარი თავდასხმის შედეგად , მათ შორის სამის მდგომარეობა კრიტიკულია. თავდასხმა ადგილობრივი დროით 18:00 საათზე მოხდა, თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელმა ცეცხლი თავდაპირველად სწრაფი კვების ობიექტში მყოფ ადამიანებს გაუხსნა, შემდეგ კი სავაჭრო ცენტრ Olympia-სკენ დაიძრა.
თავდამსხმის პირველივე წუთებიდან მოხდა 2 ათასამდე ოპერატიული თანამშრომლის მობილიზაცია. ოპერაცია თავდამსხმელის პოვნისა და დაკავებისათვის რამდენიმე საათს გრძელდებოდა.   მომხდარის გამო მიუნხენში გადაიკეტა ქუჩები, ცენტრალური რკინიგზის სადგური, შეჩერებულ იქნა სატრანსპორტო მოძრაობა მეტროს ჩათვლით. განხორციელდა  ადამიანების ევაკუაცია სადგურიდან, გავრცელდა სამართალდამცველთა მოწოდება მოსახლეობისადმი თავი შეეკავებინათ სახლებიდან გამოსვლისგან.  მოძრაობა სპეცოპერაციიდან რამდენიმე საათში აღდგა.
თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირის გვამი გერმანელმა სამართალდამცველებმა რამდენიმე საათის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში გარდაცვლილი იპოვეს. მათი ვარაუდით, მან თავი მოიკლა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი  18 წლის პირია,   წარმოშობით ირანელი და მიუნხენში ცხოვრობდა. მისი მოქმედების მოტივი უცნობია. იგი მარტო მოქმედებდა. ჯერჯერობით არ იკვეთება მისი კავშირი ტერორისტულ დაჯგუფებებთან . 
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
მომხდართან დაკავშირებით ხელისუფლებამ გადადო მუსიკალური ფესტივალი,,Tollwood'', რომელიც მიუნხენში უდა გამართულიყო. 
 მომხდართან დაკავშირებით, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი თომას მეზიერი, რომელიც შვებულებას   აშშ– ში ატარებდა, დაუყოვნებლივ დაბრუნდა გერმანიაში . 

 

სიახლეები

ევროპის საბჭომ უკრაინისთვის 2.8-მილიარდის ოდენობით დახმარების გაცემა დაამტკიცა

ევროპის საბჭომ უკრაინისთვის 2.8-მილიარდის ოდენობით დახმარების გაცემა დაამტკიცა - ეს მათი მხრიდან უკრაინისთვის დახმარების...

არ გაიმეოროთ საქართველოს შეცდომა“ – სააკაშვილის გზავნილი სომხეთს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სომხეთის მოსახლეობას მიმართვას და მოუწოდებს მარ აირჩოს 7 ივნისის...

“ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის, რომ რუსული ჯარები საქართველოსა და მოლდოვაში არ იყვნენ” – კაია კალასი

კვიპროსში, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრაზე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის...

კოალიცია ცვლილებისთვის წევრები აშშ-ს სახდეპის დელეგაციას შეხვდნენ

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები: ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს...