მთავარისიახლეებისაზოგადოებასაყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ შეიცვლება და არ დაბრუნდება მიზნობრივ ჯანდაცვაზე - დავით...

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ შეიცვლება და არ დაბრუნდება მიზნობრივ ჯანდაცვაზე – დავით სერგეენკო

Published on

შრომის, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ შეიცვლება და არ დაბრუნდება მიზნობრივ ჯანდაცვაზე.ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს ექსპო ჯორჯიაში განუცხადა, სადაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და მსოფლიო ბანკმა ღონისძიება სახელწოდებით „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პროგრესი და საერთაშორისო შეფასება“ გამართეს.სერგეენკოს თქმით, დღეს არის საშუალება, რომ სამი წლის განმავლობაში ჯანდაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმები ერთიანად შეფასდეს ისეთი ყველაზე უფრო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკი.„მათ აქვთ ძალიან ნათელი, აღქმადი გზავნილები, რომლებიც არის ორი მიმართულებით. პირველი, რომ რეფორმა სწორია და მიმართულება, რომელიც ჯანდაცვის სისტემას აქვს აღებული, სწორია. ძირითადი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. რჩება გამოწვევები, რომელზეც ჩვენ გვექნება ძალიან დეტალური განხილვა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.მინისტრმა აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ შეიცვლება და არ დაბრუნდება მიზნობრივ ჯანდაცვაზე.„რეფორმების ცვლილებები მიმართული იქნება იქითკენ, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოლიტიკა, რომ არსებული ბიუჯეტის ფარგლებში მოსახლეობამ უფრო მეტი სარგებელი მიიღოს. ეს გამოიხატება ორი მიმართულებით: პირველი – განახლება მოხდება კერძო დაზღვეულებისა და საყოველთაო ჯანდაცვის მონაწილეების ბაზების, რაც მნიშვნელოვან თანხებს გამოათავისუფლებს და მიმართული იქნება მთავარი გამოწვევისკენ როგორიცაა ის მედიკამენტები, რომელიც პაციენტმა მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა სვას ქრონიკული დაავადებების გამო. რაც შეეხება სტაციონარულ კომპონენტს, როდესაც პაციენტი მკურნალობს, მას რა თქმა უნდა, მედიკამენტებს აუნაზღაურებს სახელმწიფო“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.ღონისძიებას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამედიცინო საზოგადოება დაესწრო.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით გაიზარდა სახელმწიფო ხარჯებით დაფინანსებული სერვისების არეალი: 2012 წელს 41% იყო , 2015 წელს – 95% , შემცირდა ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების წილი: 2012 წელს – 65% იყო, 2014- 57%. 

სიახლეები

მინისტერიალზე საქართველოს მიწვევა ელჩის დონეზე მიუღებელია – საგარეო საქმეთა სამინისტრო

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ლუქსემბურგში დაგეგმილ მინისტერიალზე არ არის მიწვეული საქართველოს საგარეო...

რა თქვა დონალდ ტრამპმა გაეროს ტრიბუნიდან

გაეროს ტრიბუნიდან დონალდ ტრამპის ციტატების კრებული: 🔹არ არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების სადარი სხვა ქვეყანა. 🔹აშშ-ს აქვს...

ორსულობის დროს „პარაცეტომოლის“ გამოყენებასა და აუტიზმს შორის კავშირის მტკიცებულებები არ არსებობს – ევროკომისია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადების საპასუხოდ, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ორსულობის დროს „პარაცეტომოლის“ გამოყენებასა და...

“დილით არჩევნებზე და საღამოს აქციაზე” ივანიშვილის თამაშია – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მოსახლეობას მოუწოდებს, რომ 4 ოქტომბერს...