მთავარისიახლეებისაზოგადოებაკომუნიკაციების ეროვნული კომისია მედიასაშუალებებს კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედიასაშუალებებს კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

Published on

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედიასაშუალებებს კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს. როგორც კომისიის განცხადებაშია ნათქვამი, კანონით დადგენილ ვადებში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება სავალდებულო ინფორმაციის გარეშე, ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სხვა წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუზველზე, 2016 წლის 8 ივნისიდან მაუწყებელთა წინასაარჩევნო მონიტორინგს ახორციელებს. აღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში რიგ შემთხვევაში გამოიკვეთა მედიასაშუალებათა მხრიდან საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა. კერძოდ, რიგი მედიასაშუალებების მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნება განხორციელდა შესაბამისი კანონისმიერი ვალდებულების დაცვის გარეშე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50–ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად: 1. აკრძალულია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა.; 2. არჩევნების დანიშვნის დღიდან ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე და ამ დღიდან 1 თვის განმავლობაში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს: გამოკითხვის დამკვეთი (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი, თუ დამკვეთი იურიდიული პირი ან სახელმწიფო ორგანოა; გვარი, სახელი და მისამართი მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, თუ დამკვეთი ფიზიკური პირია); გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო; ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი); გამოკითხვის თარიღი; გამოკითხვის მეთოდი; გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და შესაძლო ცდომილების ფარგლები”, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.როგორც კომისიაში განმარტავენ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა ეფუძნებოდეს წარმომადგენლობითი შემთხვევითი შერჩევის აღიარებულ მეცნიერულ მეთოდოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს შედეგების არანაკლებ 95-პროცენტიან საიმედოობას და რომლის ცდომილების ფარგლები 3 პროცენტს არ აღემატება; უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ; იმავე ან სხვა შესადარებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში მნიშვნელოვანი განსხვავებების ან ცვლილებების არსებობისას შესაძლებელი უნდა იყოს ამ განსხვავებების ან ცვლილებების დამაჯერებელი მეცნიერული ახსნა; არ უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება ან თანხის მოზიდვის საშუალება, არ უნდა ჩატარდეს ტელეფონის, ფოსტის ან/და ინტერნეტის მეშვეობით; უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალე მეთოდოლოგიას, რომელიც იძლევა შედეგების დამოუკიდებელი გადამოწმების შესაძლებლობას; შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს: ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა; საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი ან დამფინანსებელი; კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და თანამიმდევრობა; საველე კვლევის ჩატარების დრო; გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი; რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა; ეფუძნება თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს; იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უარი განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა; შერჩევის ზომა; ცდომილების ფარგლები; ინფორმაცია სხვა ნებისმიერი ფაქტორის შესახებ, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შედეგებზე.”საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 82–ე მუხლის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადებში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება სავალდებულო ინფორმაციის გარეშე, ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სხვა წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 93–ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 82-ე და 83-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად და იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მედიასაშუალებების მხრიდან კანონდარღვევები, ხოლო კომისიის მხრიდან კანონდარღვევებზე შესაბამისი რეაგირების აუცილებლობა, მოგიწოდებთ, ზემოაღნიშნული კანონისმიერი ვალდებულებები გაითვალისწინოთ თქვენს საქმიანობაში. კომისიის აპარატი მზადაა საჭირო კონსულტაცია გაგიწიოთ თქვენთვის საინტერესო და კომისიის კომპეტენციით განსაზღვრულ საკითხებზე”, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
 

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...