მთავარისიახლეებიმსოფლიოერევნის პოლკის ტერიტორიაზე გამაგრებულებმა შენობა დანაღმეს. ნებისმიერი გაუფრთხილებელი ნაბიჯი და ყველაფერი...

ერევნის პოლკის ტერიტორიაზე გამაგრებულებმა შენობა დანაღმეს. ნებისმიერი გაუფრთხილებელი ნაბიჯი და ყველაფერი ჰაერში აიწევა.

Published on

სომხეთში გამომავალი გაზეთი ,,გრაპარაკი’’ თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სახელისუფლებო წრეებში განიხილება მეამბოხეთა მიერ აღებული პოლიციის შენობაზე შტურმის შესაძლებლობა, თუმცა ჯერჯერობით არჩევენ მოიგონ დრო  ნებაყოფლობითი განიარაღების შესახებ მოლაპარაკებების სწარმატებით დასრულებისთვის. თუ ეს არ მოხდა, შტურმი გარდუვალია, არ შეიძლება ასეთი სიტუაცია უსასრულოდ გაგრძელდეს –  ამბოხებულთა მოთხოვნები არარეალურია, სახელმწიფოს კი სრული უფლება აქვს აღადგინოს კონტროლი ბლოკირებულ ტერიტორიაზე –  ამბობს წყარო. 
 
გამოცემის თვალსაზრისით, ვითარების სირთულე იმაშია,  რომ ხალხის პროტესტი და თანაგრძნობა ამბოხებულებისადმი აიძულებს ხელისუფლებას თავიდან აიცილოს მსხვერპლი, ხოლო პოლკის ტერიტორიაზე  გამაგრებული ადამიანები აშკარად მზად არიან  სიკვდილზე წავიდნენ – მათ დანაღმული აქვთ შენობის ახლო მისადგომები და თვად შენობაც. . ნებისმიერი გაუფრთხილებელი ნაბიჯი და ყველაფერი ჰაერში აიწევს. 
 
გაზეთი,, აიკაკან ჟამანაკი’’ არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება იძულებული იქნება  სხვა გზას დააადგეს. მისი წყაროებით,  სიტუაციის განსამუხტავად განიხილება მთავრობის დათხოვნაც კი, თუმცა სხვა საკითხხია დათმობენ თუ არა ამას ამბოხებულები, რომელნიც კვლავ კატეგორიულად მოითხოვენ პრეზიდენტის გადაგომას .   გაზეთი ვარაუდობს, რომ არსებობს სხვა სამუშაო ვარინატიც – ,,რამდენადაც მეამბოხეებისა და მათი ლიდერის სეფილიანის უკმაყოფილების მიზეზი არის ყარაბახის კონფლიქტის დარეგულირების საკითხისადმი ბოლო დროს გამოკვეთილ;ი ცვლილებები ოფიციალური მიდგომებში , შესაძლოა სარგისიანს მოუხდეს ოფიციალურად განაცხადოს უარი ტერიტორიის აზერბაიჯანისათვის დაბრუნების საკითხის განხილვაზეც კი და საჯაროდ დადოს პირობა, რომ სომხეთის მხარე არანაირი ფორმით არ მიიღებს მონაწილეობას ამგვარ მოლაპარაკებებში. 
 

სიახლეები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა, გუშინ...

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინის ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის პირველი...

ამოღებულია 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით...