მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს

Published on

თურქეთში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობის  გამოაცხადებასთან  დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტებებს აკეთებს საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომელნიც თურქეთში იმყოფებიან ან იქ გამგზავრებას გეგმავენ:
 
  "საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! თურქეთის რესპუბლიკაში გამოცხადდა 90 დღიანი საგანგებო მდგომარეობა. ნათქვამია განცხადებაში – საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას უფლება აქვს განვითარებული მოვლენების შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, ოპერატიულად დააწესოს გარკვეული შეზღუდვები, როგორც დროის კონკრეტულ მომენტსა და კონკრეტულ არეალში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძოდ, შეზღუდოს ან გარკვეული პერიოდით აკრძალოს: ქვეყნიდან გასვლა და ქვეყანაში შემოსვლა; ქუჩაში გასვლა და გადაადგილება; ქვეითად ან ტრანსპორტით თავისუფლად გადაადგილება; განახორციელოს პიროვნებების პირადი შემოწმება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნივთების შემოწმება, ჩამორთმევა და მათი მტკიცებულების სახით კონფისკაცია;პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების კონტროლი, ასევე, დააწესოს ცალკეულ რეგიონებში შესასვლელად სპეციალური საშვების წარმოდგენის აუცილებლობა და სხვა.
 
თურქეთის რესპუბლიკაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე,საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის თურქული მონაკვეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები (სარფი, ვალე, კარწახი) მუშაობენ საგანგებო რეჟიმში. რაც შეეხება ავიაფრენებს, გამკაცრებული უსაფრთხოებისა და კონტროლის ზომებიდან გამომდინარე, აუცილებელია მგზავრები 5-6 საათით ადრე გამოცხადნენ აეროპორტებში.
 
საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ:
თურქეთში – საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +905336903040;
სტამბოლში – საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელ ხაზზე: +905418184400
ტრაპიზონში – საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელ ხაზზე: + 90541 326 22 26
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ცხელი ხაზზე: 577984020,"- წერია განცხადებაში 

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...