მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილი არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

Published on

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, სალომე ზურაბიშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას, – აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, პრესკონფერენციაზე განუცხადა. მისივე თქმით, კანდიდატურის დასაყენებლად დღეიდან ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვება დაიწყება. „მივმართავ მთაწმინდის ოლქის საარჩევნო კომისიას როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. ჩემი თავი წარმომიდგენია როგორც საქართველოს დამოუკიდებელი დეპუტატი პარლამენტში. მე შევხვდი პრემიერ-მინისტრს, მაგრამ როგორც უპარტიო ადამიანს, ჩემი კონსულტაციები პარტიებთან არ იყო მიზანშეწონილი. მე არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი და მაქვს გამარჯვების იმედი. დღეს მე წარმოვადგენ საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...

ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სამდღიანი პატიმრობის შემდეგ, მცხეთის იზოლატორი დატოვა. მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და აქტივისტები...

პაპუაშვილი- ევროპარლამენტში ზოგი ისეთია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ

ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე რაკეტებსაც დაგვიშენდნენ საქართველოს, ჭკუა მათ არ მოეკითხებათ....