მთავარისიახლეებისაზოგადოებაკორცხელის ინციდენტის მონაწილეთა ვოიაჟი ნიუ–იორკსა და მილანში – სამთავრობო ჯილდო ,,დამსახურებისთვის''...

კორცხელის ინციდენტის მონაწილეთა ვოიაჟი ნიუ–იორკსა და მილანში – სამთავრობო ჯილდო ,,დამსახურებისთვის” თუ ცინიკური გამოწვევა საზოგადოებისთვის?

Published on

“რუსთავი 2”- ის ინფორმაციით, კორცხელის სკანდალური დაპირისპირების მონაწილეები გიგა ტყემალაძე და ნოშრევან წურწუმია მილანსა და ნიუ იორკში მოგზაურობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო  მათ მიერ საზღვრის გადაკვეთაზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა სატელეფონო საუბარში, ძალოვანი უწყების წარმომადგენლების განმარტებით, ბრალდებულებს არასაპატიმრო ღონისძიება – გირაო აქვთ შეფარდებული, 
როგორც გაირკვა, პროკურატურას ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებულებისთვის ქვეყნიდან გასვლაზე შეზღუდვების დაწესება არ მოუთხოვია, მთავარი პირობა, ამ შემთხვევაში გამოძიების მოთხოვნისთანავე უწყებაში გამოცხადებაა, რაც მათ გადაადგილებაში ხელს არ უშლის
კორცხელის ინციდენტის მონაწილეების შესახებ დღეს ჟურნალისტების კითხვებს პრემიერმინისტრმა არ უპასუხა. 
როგორც ჩანს, მან საკმარისად მიიჩნია  კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებული განცხადება.  ,, ერთადერთი კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ის, რაც მოხდა კორცხელში. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. ჩვენ პირადად ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, რომ იქ უკეთესად უნდა დარეგულირებულიყო ადამიანების უსაფრთხოების საკითხი და რა თქმა უნდა, შესაბამისი პრევენციული ზომები ოქტომბრის არჩევნებისთვის გატარდება“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
 
 

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...