მთავარისიახლეებიპოლიტიკაინტერპოლმა თემურ ბასილია ძებნილთა სიიდან ამოიღო

ინტერპოლმა თემურ ბასილია ძებნილთა სიიდან ამოიღო

Published on

ინტერპოლმა ედუარდ შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში თემურ ბასილია ძებნილთა სიიდან ამოიღო. აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანია ”იბერიას” თავად თემურ ბასილიამ ვაშინგტონიდან ჩართვისას დაუდასტურა.”რამდენიმე თვის წინ ოფიციალურად მივიღე შეტყობინება ინტერპოლის ცენტრალური ოფისიდან, საფრანგეთიდან, რომ ჩემზე ძებნა შეწყდა. როგორც კი აშშ-ში პოლიტიკური დევნილის სტატუსი მივიღე, ამერიკელი იურისტის მეშვეობით მივმართე ინტერპოლის ცენტრალურ ოფისს საფრანგეთში. იყო საკმაოდ სერიოზული მიწერ-მოწერა, საკითხის შესწავლა. 2012 წლის დეკემბერში მივიღეთ ინტერპოლიდან ოფიციალური წერილი, სამწუხაროდ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება წინააღმდეგი წავიდა, მათ არაფრის გაკეთება შეეძლოთ. ერთადერთი შეეძლოთ უსაფრთხო საერთაშორისო მოგზაურობის უზრუნველყოფა. შემომთავაზეს რაღაც ვარიანტები, რაზეც მე თანხმობა მივეცი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო ასეთი კურიოზული სიტუაცია, რომ მე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვიყავი ინტერპოლის არხებით ძებნილი, თუმცა, ამავე დროს, ინტერპოლის ცენტრალურ ოფისს გაცემული ჰქონდა ინსტრუქცია, რომ საზღვრის გადაკვეთის მომენტში ჩემი დაკავება არ მომხდარიყო”, – აღნიშნა თემურ ბასილიამ.მისივე ინფორმაციით, ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ზურაბ ადეიშვილის ამოღების შემდეგ, თემურ ბასილიამ და მისმა ამერიკელმა იურისტმა ინტერპოლის ცენტრალურ ოფისს მიმართეს და დაინტერესდნენ რაში იყო საქმე და რატომ არ ხდებოდა მისი ამოღება ძებნილთა სიიდან.”როგორც ჩანს, ამას გარკვეული რეაგირება მოჰყვა და როგორც საფრანგეთიდან, ინტერპოლის ცენტრალური ოფისიდან, ასევე საქართველოს პროკურატურიდან ოფიციალურად მაცნობეს, რომ ინტერპოლის არხებით ძებნა შეწყდა”, – აღნიშნა თემურ ბასილიამ.

სიახლეები

სასახლის ღობის საქმე – მოსამართლემ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა...

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება და რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ საქართველო...

სუს-ი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე ქსელური მარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდნენ. სუს-ის თანამშრომლები...

“გარეთ რომ ვიყო “ოცნებას” 1 კვირაში დავასრულებდი, ერთადერთი შანსი ყველა პარტიის გაერთიანებაა”- სააკაშვილი

"მე რომ გარეთ ვიყო და თავისუფლად გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ საათში"- ამის...