მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი კვირიკაშვილი - კორცხელის ინციდენტი ძალიან დიდი შეცდომა იყო

გიორგი კვირიკაშვილი – კორცხელის ინციდენტი ძალიან დიდი შეცდომა იყო

Published on

კორცხელის ინციდენტი ძალიან დიდი შეცდომა იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა. „ასეთი საქმეები აღქმებსა და მოლოდინებზე არ არის დამოკიდებული. არის შესაბამისი ინსტიტუტები, რომლებიც ამ გამოძიებას ახორციელებენ. ბრალი წარდგენილია და მიმდინარეობს გამოძიება. პროცესი არის სასამართლოში. მე არანაირი უფლება არ მაქვს, რაიმე კომენტარი გავაკეთო. ერთადერთი კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ის, რაც მოხდა კორცხელში. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. ჩვენ პირადად ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, რომ იქ უკეთესად უნდა დარეგულირებულიყო ადამიანების უსაფრთხოების საკითხი და რა თქმა უნდა, შესაბამისი პრევენციული ზომები ოქტომბრის არჩევნებისთვის გატარდება“, – განაცხადა კვირიკაშვილმა. 

 

სიახლეები

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა....

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს შეხვდება

Reuters- ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, შეხვდება. გამოცემა...

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...