მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზუგდიდში ოთარ ჭითანავა დასახელდა

გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზუგდიდში ოთარ ჭითანავა დასახელდა

Published on

„ირმა ცხორაგაული -დუშეთის რაიონი, ვაჟა ოთარაშვილი – კასპი, კონსტანტინე გამსახურდია – მარტვილი-აბაშა, ოთარ ჭითანავა – ზუგდიდი“ – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კიდევ ოთხი კანდიდატი წარადგინა.„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი კანდიდატების მთავარი განმასხვავებელი თვისება არის ის, რომ ეს არის, უპირველეს ყოვლისა, ზნეობრივი ხალხი, ეს არის ხალხი, რომელმაც იცის, რა არის კარგი და ცუდი. ამავდროულად, ეს არის ძალიან მცოდნე და განათლებული ხალხი,  არის მებრძოლი ადამიანები, ხალხი, რომელთაც აქვთ უნარი და ძალა,  შესწევთ და უნარი, იბრძოლოს. არ ვარგა, როცა ადამიანს აქვს ცოდნა, მაგრამ არ შეუძლია ბრძოლა და კიდევ უარესია, როდესაც ვერ არჩევს კარგს და ცუდს ერთმანეთისგან…ჩვენ  მიერ წარდგენილი ყველა კანდიდატი ძალიან ღირსეულია ადამიანია –  მცოდნეა, განათლებულია, მებრძოლია, და რაც მთავარია, არც ერთი მათგანი არასდროს  უღალატებს სიმართლეს და სიკეთეს“- აღნიშნა დავით თარხან-მოურავმა.

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...