მთავარისიახლეებიკულტურავისია, ვისია სასახლე ლამაზი... პოლემიკა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე გათხრების გარშემო

ვისია, ვისია სასახლე ლამაზი… პოლემიკა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე გათხრების გარშემო

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის ლაშა ჯიქიას განცხადებით,  ,,ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან დაფიქსირდა საკმაოდ ვრცელი, დაახლოებით ათ მეტრზე მეტი სიგრძის შენობა, გამოიკვეთა საძირკველი, რომელიც შემდგომ არქეოლოგიურ გამოკვლევებს საჭიროებს. იგი ვარაუდობს, რომ  ეს სამეგრელოს მთავრის, დავით დადიანის დის სასახლეა, თუმცა ისტორიულ წყაროებში ამ ტერიტორიაზე სასახლის არსებობის შესახებ ცნობები არ არის დაცული.
გამგეობის წარმომადგენლის თქმით, მოხდა ასევე ჯვარედინა სასახლის ლოკალიზებაც. თუ ადრე მიჩნეული იყო, რომ ის შესასვლელთან მდებარეობდა, დაფიქსირდა ბაღის სიღრმისკენ, ეკლესიის გასწვრივ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები არქეოლოგიური სამუშაოების გასაგრძელებლად.
ამ მოსაზრებას არ იზიარებს ისტორიკოსი გიორგი კალანდია: 
,,სამეგრელოს მთავრის დის  პუპი დადიანის სასახლე ბოტანიკური ბაღის შესასვლელში ვერანაირად ვერ იქნება, რადგან მის საძირკველზე დღევანდელი დედოფლისეული სასახლე დგას (ი.მეუნარგიას უწერია ეს ამბავი გარკვევით), რაც შეეხება ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან აღმოჩენილ საძირკველს, ეს ე.წ შენგელაიებისკოშკისა და საგუშაგოს საძირკველია და ესეც გარკვევითა მითითებული შესაბამის წყაროებში, კიდევ შესაძლებელია იქ მიურატების სასახლის საძირკველი აღმოჩნდეს.  კიდევ ერთი- არასოდეს არავის მიუჩნევია, რომ ჯვარედინა ანუ დავითისეული სასახლე ბაღის შესასვლელში იყო, მისი ადგილმდებარეობა ჯერ კიდევ 20 საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინა აკაკიჭანტურიამ და იგი დღემდე იქაალოკალიზებული, სადაც არის , ანუ ბაღის სიღრმეში! სასურველია ასეთი მნიშვნელოვანი სამუშაოები არასწორი ინტერპრეტაციითა და მცდარი ინფორმაციებით არ დავრჩდილოთ – წერს გიორგი კალანდია.
 

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...