მთავარისიახლეებიმსოფლიოThe Telegraph: თურქეთში კიდევ ერთი გადატრიალება მწიფდება

The Telegraph: თურქეთში კიდევ ერთი გადატრიალება მწიფდება

Published on

,,თურქეთში კიდევ ერთი გადატრიალება მწიფდება, ამჯერად მას სახელმწიფოს მეთაურის რეჯებ თაიფ ერდოღანის მომხრეები აწყობენ ყველას მიმართ, ვინც მის პოლიტიკას არ იწონებს ''- წერს The Telegraph.
 
ბოლო  მონაცემებით,  თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თითქმის 50 000 ადამიანი დააკავეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს ან კონტრაქტები შეუჩერეს. გათავისუფლებულთა შორის არიან: 15 200 მასწავლებელი, 1500 დეკანი, შსს-ს თითქმის 9 000 თანამშრომელი, ფინანსთა სამინისტროს 1 500 თანამშრომელი, პრემიერმინისტრის ოფისის 250-მდე თანამშრომელი, 9000 პოლიციელი და 3000 მოსამართლე, . 
 
დაკავებულებსა და გათავისუფლებულებს შორის არიან მასწავლებლები, უნივერსიტეტების დეკანები და ჟურნალისტები, აგრეთვე  პოლიციელები და სამხედროები პირები (  მინიმუმ 6000 სამხედრო). თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, ეს ადამიანები პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ არასაკმარისად ლოიალური არიან.  მათივე თქმით, ისინი აშშ-ში მცხოვრები სასულიერო პირის ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერებიც არიან. 
 
გარდა ამისა, თურქეთში მოღვაწე ყველა პედაგოგს და მეცნიერს ქვეყნის დატოვება აეკრძალა. როგორც დასავლური მედია იტყობინება, თურქეთის განათლების საბჭომ განაცხადა, რომ აღნიშნული აკრძალვა „განსაკუთრებული ბრძანების მიღებამდე“ იმოქმედებს. განათლების საბჭოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მეცნიერები, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფებიან, დაუყონებლივ უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში 

 

სიახლეები

TI- “ქართულმა ოცნებამ” 93 სიტყვა აკრძალა

"კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"წერს...

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...