მთავარისიახლეებიმსოფლიოტერაქტი გერმანიაში - სამგზავრო მატარებელში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ,,ისლამურმა...

ტერაქტი გერმანიაში – სამგზავრო მატარებელში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ,,ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო

Published on

გერმანიაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
დაჯგუფების მედია ,,ფრთის ამაქის'' მიერ გავრცელებული ცნობით, 17 წლის ავღანელი ISIS-ის მებრძოლი იყო.
თავდასხმა გუშინ,  ბავარიაში, ქალაქ ვიუცბურგთან  მოხდა. 17 წლის ავღანელმა ახალგაზრდა  სამგზავრო მატარებელში შეიჭრა და  ვაგონში მყოფ მგზავრებს ნაჯახითა და დანით დაერია. ვაგონში ამ დროს  ოცამდე ადამიანი იმყოფებოდა.  სამი მათგანი შედარებით მსუბუქად არის დაშავებული, ერთი  მძიმედაა  დაჭრილი.  თავდამსხმელმა ატეხილი განგაშის შემდეგ გაჩერებული მატარებლიდან   გაქცევა სცადა, მაგრამ დადევნებულმა, პოლიციელებმა მისი ლიკვიდირება შეძლეს. 
გამოძიების მასალებით, ახალგაზრდა თავშესაფრის მაძიებელთა სიაში ირიცხებოდა და გერმანულ ოჯახს ჰყავდა აღსაზრდელად მიბარებული. თავდამსხმელის ბინაში სამართლდამცველებმა ISIS-ის დროშა აღმოაჩინეს. 
 
 

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...